ტრენინგი - სამკვიდრო საქმის წარმოება ნოტარიუსთან
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტრენინგი - სამკვიდრო საქმის წარმოება ნოტარიუსთან
მომწოდებელი: Win & Win Legal Consultancy
გამოქვეყნდა: 30 ოქტ / განახლდა: 6 ნოე / ბოლო ვადა: 6 დეკ
"Win & Win Legal Consultancy" აცხადებს ტრენინგს: სამკვიდრო საქმის წარმოება ნოტარიუსთან და სხვა ექსკლუზიური სანოტარო სერვისები.

ტრენინგი განკუთვნილია:

** ადვოკატებისთვის;
** იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის;
** საადვოკატო/სანოტარო ბიუროში დასაქმებულთათვის/დასაქმების მსურველთათვის;
** სამოქალაქო (სანოტარო) სამართლის საკითხებით დაინტერესებული პირებისთვის,

რომელთაც სურთ ცოდნის და პრაქტიკული გამოცდილების მიღება სანოტარო სამართლის მიმართულებით.

ტრენინგის ფარგლებში გაეცნობით შემდეგ საკითხებს:

** მემკვიდრეობის უფლების გამოყენება პრაქტიკაში;
** სამემკვიდრეო საქმისწარმოება;
** სამკვიდრო მოწმობის გაცემა;
** სამკვიდროს დაცვა;
** სამკვიდროს გაყოფა;
** დოკუმენტების სანოტარო წესით დამოწმების უპირატესობა;
** ექსკლუზიური სანოტარო სერვისები;
** სანოტარო მედიაცია - დავის მარტივად მოგვარება;
** ნოტარიუსის სააღსრულებლო ფურცელი და სხვა ხშირად გამოყენებადი სანოტარო მოქმედებები.

ტრენინგი ორიენტირებულია მონაწილეთათვის კონკრეტული, პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაზე, შესაბამისად წარიმართება ინტერაქტიულ რეჟიმში - შესაძლებლობა გექნებათ დასვათ თქვენთვის საინტერესო კითხვები და მიიღოთ პასუხები.

ტრენერი: მაგდა ჯანხოთელი/ნოტარიუსი

ტრენინგის ხანგრძლივობა: 2 საათი
თარიღი, დაწყების დრო: ხუთშაბათი, 09.11.2017, 19:00 საათი
სამუშაო ენა: ქართული
მონაწილეობის საფასური: 30 ლარი

მისამართი:

Win & Win-ის ოფისი
იპოლიტე ხვიჩიას ქუჩა N17
0160 თბილისი

ტრენინგის დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.

რეგისტრაციისთვის ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გადარიცხონ მონაწილეობის საფასური ქვემოთ მითითებულ ანგარიშზე და ასევე მოგვწერონ ინფორმაცია (ტრენინგში მონაწილეობის მსურველის სახელი, გვარი და პროფესია) შემდეგ მისამართზე: LLCwinandwin@gmail.com

მიმღები ბანკი: საქართველოს ბანკი
მიმღების დასახელება: შპს ვინ ენდ ვინ
საიდენტიფიკაციო კოდი: 405232760
მიმღების ანგარიშის ნომერი: GE51BG0000000241555500
დანიშნულებაში მიუთითეთ: ტრენინგი 09.11.2017 (მონაწილეობის მსურველის სახელი და გვარი)

მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.facebook.com/events/271960823325070/?acontext=%7B%22source%22%3A5%2C%22page_id_source%22%3A1973070466314674%2C%22action_history%22%3A[%7B%22surface%22%3A%22page%22%2C%22mechanism%22%3A%22main_list%22%2C%22extra_data%22%3A%22%7B%5C%22page_id%5C%22%3A1973070466314674%2C%5C%22tour_id%5C%22%3Anull%7D%22%7D]%2C%22has_source%22%3Atrue%7D ან დაგვიკავშირდით:

ტელ: 591 976536; 591 194759
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე