ტრენინგი - შიდა ბრენდინგი და ადამიანური რესურსების მართვა
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტრენინგი - შიდა ბრენდინგი და ადამიანური რესურსების მართვა
მომწოდებელი: Win & Win Legal Consultancy
გამოქვეყნდა: 30 ოქტ / განახლდა: 8 ნოე / ბოლო ვადა: 18 ნოე
"Win & Win Legal Consultancy" აცხადებს ტრენინგს: ინტერნალ ბრენდინგი და ადამიანური რესურსების მართვა.

კურსი ეფექტურ მართვაში დაეხმარება როგორც დამწყებ, ასევე გამოცდილ მენეჯერებს.

ტრენინგი განკუთვნილია:

** ნებისმიერი კომერციული, არასამთავრობო თუ სახელმწიფო სტრუქტურაში დასაქმებული თუ დასაქმების მსურველ პირთათვის, რომლებსაც პირდაპირი ან ირიბი შეხება აქვთ ადამიანური რესურსების მართვის სისტემასთან;
** ადამიანური რესურსების მართვით დაინტერესებულებისთვის;
** საზოგადოებასთან ურთიერთობით, კერძოდ, ინტერნალ ბრენდინგით დაინტერესებულებისთვის;
** ადამიანური რესურსების განყოფილებაში დასაქმებულთათვის/კანდიდატებისთვის,

და გსურთ ცოდნის და პრაქტიკული გამოცდილების მიღება კადრების მართვის მიმართულებით.

ტრენინგის ფარგლებში შეძლებთ:

** გაეცნოთ ადამიანური რესურსების მართვის ძირითად გამოწვევებს;
** გაიღრმავოთ ცოდნა ადამიანური რესურსების მართვის სფეროში;
** შეიძინოთ და გაიუმჯობესოთ პერსონალის ეფექტურად მართვისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები;
** გაეცნოთ პერსონალის შერჩევის, მოტივირების, შეფასების და მართვის თანამედროვე მეთოდებს და ინსტრუმენტებს;
** გაეცნოთ ინფორმაციას ინტერნალ ბრენდინგის შესახებ;
** მიიღებთ ინფორმაციას ადმინისტრაციული დეტალების (CV ფორმები, სამოტივაციო წერილების ფორმები) შესახებ;
** გაეცნოთ კორპორატიული ღონისძიებების დაგეგმვის პრინციპებს.

ტრენინგი ორიენტირებულია მონაწილეთათვის კონკრეტული, პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაზე, შესაბამისად წარიმართება ინტერაქტიულ რეჟიმში - შესაძლებლობა გექნებათ დასვათ თქვენთვის საინტერესო კითხვები და მიიღოთ პასუხები. თქვენ შეძლებთ მიღებული ინფორმაცია გაითვალისწინოთ პრაქტიკული საქმიანობის/აკადემიური კვლევის დროს.

ტრენერი - ანა კალატოზი

საზოგადოებასთან ურთიერთობის მაგისტრი, კომპანია "მარსის" HR განყოფილების უფროსი

ტრენინგის ხანგრძლივობა: 3 საათი
თარიღი, დაწყების დრო: შაბათს, 11.11.2017, 16:00 საათი
სამუშაო ენა: ქართული
მონაწილეობის საფასური: 30 ლარი

მისამართი:

Win & Win-ის ოფისი
იპოლიტე ხვიჩიას ქუჩა 17
0160 თბილისი

ტრენინგის დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.

რეგისტრაციისთვის ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გადარიცხონ მონაწილეობის საფასური ქვემოთ მითითებულ ანგარიშზე და ასევე მოგვწერონ ინფორმაცია (ტრენინგში მონაწილეობის მსურველის სახელი, გვარი და პროფესია) შემდეგ მისამართზე: LLCwinandwin@gmail.com

მიმღები ბანკი: საქართველოს ბანკი
მიმღების დასახელება: შპს ვინ ენდ ვინ
საიდენტიფიკაციო კოდი: 405232760
მიმღების ანგარიშის ნომერი: GE51BG0000000241555500
დანიშნულებაში მიუთითეთ: ტრენინგი 11.11.2017 (მონაწილეობის მსურველის სახელი და გვარი)

მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.facebook.com/events/290755534764240/?acontext=%7B%22source%22%3A5%2C%22page_id_source%22%3A1973070466314674%2C%22action_history%22%3A[%7B%22surface%22%3A%22page%22%2C%22mechanism%22%3A%22main_list%22%2C%22extra_data%22%3A%22%7B%5C%22page_id%5C%22%3A1973070466314674%2C%5C%22tour_id%5C%22%3Anull%7D%22%7D]%2C%22has_source%22%3Atrue%7D ან დაგვიკავშირდით:

ტელ: 591 976536; 591 194759
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე