პორთფელის მონიტორინგისა და რეაბილიტაციის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პორთფელის მონიტორინგისა და რეაბილიტაციის მენეჯერი
მომწოდებელი: თიბისი ლიზინგი
გამოქვეყნდა: 30 ოქტ / ბოლო ვადა: 30 ნოე
სს "თიბისი ლიზინგი" ერთ-ერთი უმსხვილესი სალიზინგო კომპანიაა, რომელიც დაფუძნებულია სს "თიბისი ბანკის" მიერ. 2016 წლის მდგომარეობით ჩვენი კომპანია ლიზინგის ბაზარზე 68% ფლობს. სს "თიბისი ლიზინგი" აფინანსებს დიდ და საშუალო კომპანიებს სხვადასხვა სექტორებიდან, მათ შორის ჯანდაცვის, სამშენებლო, მომსახურებასა და სატრანსპორტო სფეროში. ჩვენი პარტნიორები არიან უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტები, როგორიცაა BSTDB, responsibility, Triple Jump, Micro Vest, IFAD.

სს "თიბისი ლიზინგი" აცხადებს ვაკანსიას პორთფელის მონიტორინგის და რეაბილიტაციის მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
სახელფასო განაკვეთი: 700 - 900 ლარი (პლიუს ბონუსი)

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსურ ინსტიტუტში ან მსგავს პოზიციაზე;
** ინფორმაციის ოპერატიულად მოძიების და დამუშავების უნარი;
** კომუნიკაციის კარგი უნარ-ჩვევები;
** სამუშაოს დაგეგმვის და დროის ოპტიმალურად გადანაწილების უნარი;
** ფინანსების ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

** სისტემატიური კომუნიკაცია კლიენტებთან და ადგილზე ვიზიტი;
** ვადაგადაცილებაში მყოფი კლიენტების შესახებ ინფორმაციის მოძიება და შესაბამისი ანალიზის გაკეთება;
** ვადაგადაცილების ფაილის დამუშავება;
** ჩარიცხვების კონტროლი;
** რეაბილიტაციის პროექტისთვის კომპანიის ფინანსური ანალიზის მომზადება;
** სხვადასხვა შიდა დოკუმენტაციის/აქტების მომზადება;
** კომიტეტისთვის რეპორტის მომზადება/გატანა;
** რეპორტინგის წარმოება.

შერჩევის მეორე ეტაპი - ტესტირება ფინანსებში.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@tbcleasing.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე