მაღაზიის მენეჯერი - მარნეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მაღაზიის მენეჯერი - მარნეული
მომწოდებელი: ნავნე
გამოქვეყნდა: 28 ოქტ / ბოლო ვადა: 28 ნოე
კომპანია "ნავნე" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე და სამუშაოდ იხმობს მოტივირებულ და ენერგიულ მანდილოსნებს!

სამუშაო ადგილი: მარნეული
სამუშაო გრაფიკი: სრული

მოვალეობები:

** პროდუქციის გაყიდვებში აქტიური მონაწილეობის მიღება;
** მომხმარებლის რაოდენობის ზრდისა და გეგმის შესრულების მიზნით სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა/მონაწილეობის მიღება;
** მომხმარებლისათვის დამატებითი მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა;
** ინფორმაციის მიწოდება დაქვემდებარებული თანამშრომლებისათვის, დანერგილი სიახლეების შესახებ;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს კონტროლი;
** დაქვემდებარებული თანამშრომლებისათვის დავალებებისა და მითითებების მიცემა;
** პროდუქციის ნაშთების კონტროლი;
** პროდუქციის შეკვეთის გაკეთება;
** დარბაზში პროდუქციის და მასზე ფასმაჩვენებლების არსებობის კონტროლი;
** დარბაზში სისუფთავისა და წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე;
** აუცილებელი რუსული და აზრებაიჯანული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე.
** უპირატესობა მიენიჭება მუშაობის გამოცდილება ტანსაცმლის ან პარფიუმერიის მაღაზიაში;
** ასაკი: 21 წლიდან.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@navne.ge და სათაურის ველში "Subject" მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება და ადგილმდებარეობა - "მაღაზიის მენეჯერი მარნეულში", წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოხდება კანდიდატურის განხილვა.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე