დიჯიტალ მედია მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: დიჯიტალ მედია მენეჯერი
მომწოდებელი: ორი ნაბიჯი
გამოქვეყნდა: 28 ოქტ / ბოლო ვადა: 28 ნოე
"ორი ნაბიჯი" პირველი კომპანიაა კვების პროდუქტების საცალო გაყიდვების სფეროში, რომელმაც უბნის მაღაზიის ფორმატით დაიწყო ოპერირება 2009 წელს. 2010 წელს გაიხსნა ჩვენი პირველი მაღაზია დიდუბეში, ხოლო აქტიური განვითარება დაიწყო 2011 წლის მეორე ნახევრიდან და დღემდე გრძელდება. ამჟამად, კომპანია ფლობს 100 მაღაზიას თბილისის მასშტაბით. მიმდინარე წელს ჩვენ ვგეგმავთ ქსელის მნიშვნელოვან ზრდას, რაც უკვე ყოველწლიური ტრადიცია გახლავთ ორ ნაბიჯში.

დინამიური განვითარების პროცესში კომპანია ყველაზე ღირებულ აქტივად სწორედ თანამშრომელთა გუნდს განიხილავს, რომლის ძალისხმევის გარეშე წარმოუდგენელია წარმატების მიღწევა.

ამჯერად, მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას დიჯიტალ მედია მენეჯერის თანამდებობაზე.

ფუნქციები:

** კომპანიის წარმოჩენა ციფრულ სივრცეში და ციფრული საკომუნიკაციო არხების მართვა (სხვადასხვა სოციალური მედია საშუალებები, ვებ-გვერდი, აპლიკაცია, საძიებო სისტემები და სხვა);
** SEO დაგეგმვა და შესრულება;
** ციფრული კამპანიების დაგეგმვა, მართვა, გაზომვა (ROI, KPIs) და რეპორტინგი;
** მიმდინარე ტრენდებისა და ახალი მიდგომების მუდმივი მონიტორინგი დანახარჯების ოპტიმიზაციისა და ეფექტურობის გაზრდის მიზნით;
** ახალი პროექტებისათვის იდეების გენერირება;
** სეგმენტირებისა და ტარგეტინგის ახალი მეთოდების მოძიება და დანერგვა ეფექტიანობის ამაღლების მიზნით;
** სხვადასხვა ტიპის ტესტების დაგეგმვა და აღსრულება (A/B, usability, etc);
** კომპანიის ვებ-გვერდისა და აპლიკაციის პროექტის მართვა;
** სხვადასხვა ციფრული კონტენტის მენეჯმენტი;
** ქართულ და გლობალურ ინტერნეტ სივრცეში მიმდინარე ტენდენციების, რეიტინგებისა და საძიებო სისტემების მონიტორინგი, ანალიზი და კომპანიის მიზნებისათვის შესაბამისი ინფორმაციის გამოყენება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის მიმართულებით;
** ციფრული მარკეტინგის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
** Google adwords მუშაობის გამოცდილება;
** Frontend დეველოპერებთან მუშაობის გამოცდილება (HTML, CSS, Javascript).
** SEO და SEM ტექნიკების ცოდნა;
** A/B ტესტ მეთოდის ცოდნა;
** ვებ-ანალიტიკის ცოდნა;
** Photoshop/Illustrator/ Corel კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** კრეატიულობა;
** გუნდურობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ.მისამართზე HR@orinabiji.ge და გთხოვთ, შესაბამის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ შევძლებთ თქვენი კანდიდატურის განხილვას.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე