აკადემიური თანამდებობები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: აკადემიური თანამდებობები
მომწოდებელი: საქართველოს უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 27 ოქტ / განახლდა: 20 ნოე / ბოლო ვადა: 30 ნოე
თანდართული ფაილი: 156844-ug-apps.zip
საქართველოს უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებების დასაკავებლად შემდეგი მიმართულებებით:

ჯანმრთელობის მეცნიერებებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლა:

** ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა ქიმიის მიმართულებით (1 ვაკანსია)
** ასისტენტის აკადემიური თანამდებობა ჰისტოლოგიის და ემბრიოლოგიის მიმართულებით (1 ვაკანსია)
** ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა ენდოკრინოლოგიის და საოჯახო მედიცინის მიმართულებით (1 ვაკანსია)

განსაკუთრებული მოთხოვნა: კლინიცისტური გამოცდილება, ლექციის ინგლისურ ენაზე ჩატარების უნარი.

** ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა სტომატოლოგიური მასალების მიმართულებით (1 ვაკანსია): განსაკუთრებული მოთხოვნა: ლექციის ინგლისურ ენაზე ჩატარების უნარი.
** ასისტენტის აკადემიური თანამდებობა ენდოკრინოლოგიის მიმართულებით (1 ვაკანსია): განსაკუთრებული მოთხოვნა: ლექციის ინგლისურ ენაზე ჩატარების უნარი.
** ასისტენტის აკადემიური თანამდებობა საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ადმინისტრირების მიმართულებით (1 ვაკანსია): განსაკუთრებული მოთხოვნა: ლექციის ინგლისურ ენაზე ჩატარების უნარი.
** ასისტენტის აკადემიური თანამდებობა ზოგადი მედიცინისა და დიაგნოსტიკის მიმართულებით (1 ვაკანსია): განსაკუთრებული მოთხოვნა: ლექციის ინგლისურ ენაზე ჩატარების უნარი.
** ასისტენტის აკადემიური თანამდებობა ნევროლოგიის მიმართულებით (1 ვაკანსია): განსაკუთრებული მოთხოვნა: ლექციის ინგლისურ ენაზე ჩატარების უნარი.
** ასისტენტის აკადემიური თანამდებობა ოფთალმოლოგიის მიმართულებით (1 ვაკანსია): განსაკუთრებული მოთხოვნა: ლექციის ინგლისურ ენაზე ჩატარების უნარი.
** ასისტენტის აკადემიური თანამდებობა ორთოდონტიის მიმართულებით (1 ვაკანსია): განსაკუთრებული მოთხოვნა: ლექციის ინგლისურ ენაზე ჩატარების უნარი.
** ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა შემდეგი მიმართულებით გერიათრია ექთნებისთვის (1 ვაკანსია): განსაკუთრებული მოთხოვნა: ლექციის ინგლისურ ენაზე ჩატარების უნარი.
** ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა კლინიკური კვლევების მიმართულებით (1 ვაკანსია): განსაკუთრებული მოთხოვნა: ლექციის ინგლისურ ენაზე ჩატარების უნარი.
** ასისტენტის აკადემიური თანამდებობა ორთოპედიული სტომატოლოგიის მიმართულებით (1 ვაკანსია)
** ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა ორთოდონტიის მიმართულებით (1 ვაკანსია)

განსაკუთრებული მოთხოვნა: ლექციის ინგლისურ ენაზე ჩატარების უნარი.

ინფორმატიკის, ინჟინერიისა და მათემატიკის სკოლა:

ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა მონაცემთა ბაზების მიმართულებებით (1 ვაკანსია) შემდეგი საგნების წასაკითხად:

** მონაცემთა ბაზების სისტემები;
** დაპროგრამების ინსტრუმენტები Oracle-ის მონაცემთა ბაზებისათვის;
** მონაცემთა სანახები და მათი იმპლემენტაცია Oracle-ის მონაცემთა ბაზებში;
** დაპროგრამების ინსტრუმენტები MS SQL Server-ის მონაცემთა ბაზებისათვის;
** მონაცემთა სანახები და მათი იმპლემენტაცია MS SQL SERVER-ის მონაცემთა ბაზებში; ვ) მანქანური სწავლების ალგორითმები და მათი რეალიზაცია დაპროგრამირების ენა Python-ზე.

განსაკუთრებული მოთხოვნა: ინგლისურ ენაზე ლექციის ჩატარების უნარი, საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება.

ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა JAVA პროგრამირების მიმართულებით (1 ვაკანსია): განსაკუთრებული მოთხოვნა: მობილური და საბანკო აპლიკაციების შექმნის გამოცდილება.

ასისტენტის აკადემიური თანამდებობა ქირურგიული სტომატოლოგიის მიმართულებით (1 ვაკანსია).

წარმოსადგენი დოკუმენტებია (იხილეთ დართული ფაილები):

** განაცხადი საკონკურსო კომისიის სახელზე - იმ ვაკანსიის მითითებით, რომელზეც განაცხადს აკეთებს აპლიკანტი;
** საქართველოს უნივერსიტეტის აპლიკაციის ფორმა შევსებული ქართულ და ინგლისურ ენებზე (იხილეთ დანართებში. კანდიდატს აქვს საშუალება, გააკეთოს არჩევანი MS Excel-ისა და MS Word-ის სააპლიკაციო ფორმებს შორის).
** რეზიუმე ქართულ და ინგლისურ ენებზე (არაუმეტეს 80 სიტყვისა);
** ფოტოსურათი (ზომით 3X4);
** პირადობის მოწმობის ასლი;
** აკადემიური ხარისხის (ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი ან მათთან გათანაბრებული) დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი - დამოწმებული ნოტარიულად. უცხოეთში გაცემული ან არაქართულენოვანი დიპლომი უნდა იყოს ნათარგმნი ქართულ ენაზე. უცხოეთში მიღებული კვალიფიკაცია აღიარებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ და თარგმანი - დამოწმებული ნოტარიულად;
** ცნობა პედაგოგიური/სამეცნიერო გამოცდილების შესახებ;
** სამოტივაციო წერილი;
** ორი სარეკომენდაციო წერილი;
** საგნის სილაბუს(ებ)ი;
** გამოქვეყნებული შრომების სია და ასლები (წარმოსადგენია გამოქვეყნებული შრომების სრული ნუსხა. წიგნები, სახელმძღვანელოები, მონოგრაფიები გამოცემული სახით ან ასლები და მხოლოდ ბოლო ხუთი წლის მანძილზე გამოქვეყნებული სტატიების ასლები);

საბუთები წარმოსადგენია როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმითაც.

წარმატებული კანდიდატის გამოვლენა განხორციელდება შემდეგი წესით:

ძირითადი კრიტერიუმებია:

** აკადემიური ხარისხი. პროფესორის, ასოცირებული პროფესორის და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად სავალდებულოა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დაკავება შეუძლია დოქტორანტს;
** სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობა. პროფესორს უნდა ჰქონდეს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება; ასოცირებულ პროფესორს უნდა ჰქონდეს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
** სამეცნიერო ნაშრომები;

დამატებითი კრიტერიუმებია:

** სილაბუსი/სილაბუსები, რომლებიც ფასდება შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით;
** სამეცნიერო კონფერენციებში/სემინარებში მონაწილეობა - ბოლო 5 წლის განმავლობაში;
** პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა და პროექტორთან მუშაობის უნარი;
** პრიორიტეტი მიენიჭება ინგლისური ენის ფლობას;

საკონკურსო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, კანდიდატს შეიძლება ეთხოვოს საჯარო ლექციის ჩატარება მის მიერ წარმოდგენილ სილაბუსში მითითებულ ერთ-ერთ საკითზე.

საკონკურსო დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2017 წლის 28 ნოემბრიდან 2017 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით 12:00 საათიდან 18:00 საათამდე, მისამართზე: თბილისი, კოსტავას ქ. №77, IV კორპუსი, ოთახი №516.

კონკურსი ჩატარდება 2017 წლის 1 დეკემბერს.
კანდიდატებს კონკურსის წინასწარი შედეგები ეცნობება დაუყოვნებლივ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო კომისიაში. საჩივრებისა და პრეტენზიების მიღების დღე - 2017 წლის 6 დეკემბერი.

კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება 2017 წლის 8 დეკემბერს საქართველოს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე http://www.ug.edu.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე