ბიზნეს სესხების საკრედიტო ექსპერტი - თბილისი, ქვემო ქართლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ბიზნეს სესხების საკრედიტო ექსპერტი - თბილისი, ქვემო ქართლი
მომწოდებელი: ლიდერ კრედიტი
გამოქვეყნდა: 25 ოქტ / განახლდა: 26 ოქტ / ბოლო ვადა: 25 ნოე
ლიდერ კრედიტი აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს სესხების საკრედიტო ექსპერტის თანამდებობაზე.

ანაზღაურება: 375 ლარიდან 875 ლარამდე + ბონუსი
მდებარეობა: ქ. თბილისი; ქ. მარნეული; ქ. რუსთავი
სამუშაო განაკვეთი: სრული

სამუშაო აღწერილობა:

** ორგანიზაციის განყოფილების გარეთ მისოს პროდუქტებით დაინტერესებული პირების მოძიება და საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** ეფექტური გაყიდვების წარმოება/საინფორმაციო ბროშურების მიზნობრივი გავრცელება;
** ახალი კლიენტების მოზიდვა;
** საკრედიტო განაცხადის მომზადება, კლიენტების ბიზნესის ანალიზი/შეფასება და კომიტეტისთვის გადაგზავნა;
** საკრედიტო პორთფელის ხარისხის მართვა;
** მიმდინარე გადახდების ყოველდღიური მონიტორინგი;
** პრობლემურ მსესხებლებთან ურთიერთობა/სესხის დროული დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით, მათთან მოლაპარაკების წარმოება.
** შედეგებზე ორიენტაცია-ყოველდღიური/ყოველთვიური დავალებების შესრულება.

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წელი სამუშაო გამოცდილება (საბანკო, საფინანსო, ორგანიზაციებში)
** უმაღლესი განათლება ბიზნეს/ფინანსების/ეკონომიკის მიმართულებით (სტუდენტი, ბაკალავრი, მაგისტრი)
** კორპორაციული ფინანსების, ფინანსური უწყისების ანალიზის, ფულადი ნაკადების დისკონტირების მეთოდების და ფინანსური აქტივების შეფასების ცოდნა მაღალ დონეზე
** საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel) ბაზისური ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენის კარგი ცოდნა.

უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება
** გაყიდვების უნარი
** სისხარტე
** კომუნიკაბელურობა
** დამარწმუნებელი კომუნიკაცია
** ინიციატიურობა
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** გუნდურად მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი
** გახსნილი სიახლეების და ცვლილებების მიმართ
** პუნქტუალურობა.

თუ გსურთ გახდეთ ძლიერი გუნდის წევრი, დასაქმდეთ ან უბრალოდ შეიცვალოთ სამსახური, მაშინ გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე, ფოტოსურათით, შემდეგ მისამართზე: hr@leadercredit.ge. გთხოვთ, წერილის სათაურში (subject line) მიუთითოთ შესაბამისი პოზიცია: "ბიზნეს სესხების საკრედიტო ექსპერტი" და ქალაქი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დამატებითი ინფორმაცია ჩვენი ორგანიზაციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-მისამართზე: http://www.leadercredit.ge

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე