ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სასტუმრო რივერ საიდი
გამოქვეყნდა: 25 ოქტ / ბოლო ვადა: 25 ნოე
სასტუმრო "რივერ საიდი" წარმოადგენს მაღალი კლასის, ბუტიკურ სასტუმროს თბილისში, რომლის პირველ სართულზეც, 2014 წლის ბოლოს, პირველი "ტიფანი ბარი" გაიხსნა.

"რივერ საიდი" ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი დაწესებულებაა და ბოლო წლებში არაერთი პრესტიჟული ჯილდო დაიმსახურა - მათ შორის Travelers` Choice Awards 2015, 2016, 2017 ცნობილი ამერიკული კომპანია "Tripadvisor"-ისგან. აღსანიშნავია ასევე სასტუმროს მართვის პროგრესული და უაღრესად ეფექტიანი მეთოდები, რომლებსაც პრაქტიკაში ატარებენ სასტუმროს ინდუსტრიის გამოცდილი და მაღალკვალიფიციური თანამშრომლები.

სასტუმრო "River Side Tbilisi" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ადმინისტრატორის თანამდებობაზე.

გრაფიკი: 12 საათიანი მუშაობის გრაფიკი (პირველი დღე - დილის ცვლა, მეორე დღე - ღამის ცვლა და შემდეგ 2 დღე - ღამე დასვენება).
ანაზღაურება: პირველი 3 თვე - 37 ლარი ერთი მორიგეობა.

მოთხოვნები და პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ასაკი: 21-დან 35 წლამდე;
** სასიამოვნო გარეგნობა;
** სასტუმროში ადმინისტრატორად მუშაობის მინ. 2 წლიანი გამოცდილება,
** ინგლისური და რუსული ენების ძალიან კარგად ცოდნა (სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** Fina-ს სასტუმროს პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე, კომპიუტერული და სასტუმროს ონლაინ დაჯავშნის ინტერნეტ პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** ენერგიული, კომუნიკაბელური, თავაზიანი, ყურადღებიანი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი.

მოვალეობები:

** სტუმრების მიღება და განთავსება;
** ჯავშნების განხორციელება;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის მიწოდება;
** მენეჯმენტის დავალებების შესრულება;
** სტუმართან ანგარიშსწორების წარმოება;
** სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.

თუ აკმაყოფილებთ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@riverside.ge და სასათაურე ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე