კორპორატიული ბანკირი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კორპორატიული ბანკირი
მომწოდებელი: ბანკი ქართუ
გამოქვეყნდა: 25 ოქტ / ბოლო ვადა: 25 ნოე
სს "ბანკი ქართუ" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული ბანკირის თანამდებობაზე კორპორატიული ბიზნესის დაკრედიტების განყოფილებაში.

ადგილმდებარეობა: თბილისი

ზოგადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კლიენტსა და ბანკს შორის საქმიანი ურთიერთობის დამყარება, პოტენციური კლიენტების მოძიება
** საშუალო და მსხვილი კლიენტების საკრედიტო განაცხადების განხილვა და პირველადი ინფორმაციის მოძიება
** კლიენტის ფინანსური მდგომარეობის ანალიზი
** კლიენტის განაცხადის საფუძველზე პროექტის მომზადება და წარდგენა საკრედიტო კომიტეტზე განსახილველად
** არსებული კლიენტების მომსახურება, ახალი კლიენტების მოზიდვა, საბანკო პროდუქტების შეთავაზება
** საკუთარი საკრედიტო პორტფელის მართვა, სესხების მონიტორინგი
** პრობლემური საკითხების გადაწყვეტა, რომელიც შეიძლება წარმოიქმნას ბანკსა და კლიენტს შორის

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (საბანკო/საფინანსო/მენეჯმენტის/ეკონომიკური განხრით)
** ფინანსური უწყისების მომზადება მაღალ დონეზე
** მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტების ცოდნა, ბიზნეს კომუნიკაციის წარმოების უნარი
** ქართული ენის, ინგლისური და რუსული ენების ფლობა (როგორც წერილობითი, ასევე ვერბალური უნარები)
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ფლობა
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის წარმოების უნარი
** დროის ეფექტური მენეჯმენტი, ორგანიზებულობა, გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** ინიციატივიანობა, კრეატიულობა, ზრუნვა თვითგანვითარებაზე
** გაყიდვების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესებულმა პირებმა CV ფოტოსურათით უნდა გამოგზავნონ ელექტრონულად მისამართზე: vacancy@cartubank.ge და გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თუ CV-ზე ან ელ.ფოსტის თემატიკაში არ იქნება მითითებული თანამდებობა, რომელზეც აგზავნით CV-ს, განაცხადები არ განიხილება.

განაცხადების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2017 წლის 25 ნოემბერი.

წარმოდგენილი განაცხადებიდან მხოლოდ ბანკის მიერ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე