ცვლის მოლარე-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ცვლის მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: ბანკი ქართუ
გამოქვეყნდა: 25 ოქტ / ბოლო ვადა: 25 ნოე
სს "ბანკი ქართუ" აცხადებს ვაკანსიას დაბა-შეკვეთილში მარიოტის საერთაშორისო ქსელის უმაღლესი კლასის ბრენდის Autograph Collection-ის ქვეშ გაერთიანებული სასტუმროს Autograph Collections Paragraph Resort & Spa Ureki 24 საათიანი მომსახურების სერვისცენტრში ცვლის მოლარე-ოპერატორის თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ფიზიკური და იურიდული პირისათვის ანგარიშის გახსნა/დახურვა
** ანგარიშზე ნაღდი ფულის მიღება/გაცემა
** ნაღდი და უნაღდო ფულადი სახსრების კონვერტაცია
** ფულადი გზავნილების სისტემის მომსახურება
** ფულადი სახსრების გადარიცხვა
** კომუნალური გადახდების განხორციელება
** სადებეტო პლასტიკური ბარათის გაცემა
** საჩეკო წიგნაკის გაცემა
** ანგარიშიდან ამონაწერის და დოკუმენტების გაცემა, ცნობის გაცემა ანგარიშზე ოპერაციების შესახებ
** კლიენტის კონსულტაცია, მომსახურების პრობლემების მოგვარება

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი, სასურველია ეკონომიკის, საბანკო სფეროს, ტექნიკური საგნების მიმართულებით.
** სამუშაო გამოცდილება: სასურველია ანალოგიურ თანამდებობაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

** საბანკო პროგრამების ცოდნა
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
** კლიენტის მომსახურების სტანდარტების ცოდნა
** ენების ცოდნა: ქართული - მშობლიური, რუსული და ინგლისური ენების ფლობა მაღალ დონეზე
** ეფექტური კომუნიკაციური უნარი
** ყურადღება დეტალების მიმართ
** ლოგიკური აზროვნება
** ორგანიზებულობა
** პრეზენტაბელური გარეგნობა

ჩამოთვლილი დოკუმენტები შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე: vacancy@cartubank.ge და გთხოვთ, ელ.ფოსტის თემატიკაში მიუთითოთ ვაკანტური თანამდებობის სახელწოდება - ცვლის მოლარე-ოპერატორი.

დოკუმენტების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2017 წლის 25 ნოემბერი.

წარმოდგენილი განაცხადებიდან მხოლოდ ბანკის მიერ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე