მაღაზიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მაღაზიის მენეჯერი
მომწოდებელი: ნავნე
გამოქვეყნდა: 24 ოქტ / ბოლო ვადა: 24 ნოე
კომპანია "ნავნე" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე და სამუშაოდ იხმობს მოტივირებულ და ენერგიულ მანდილოსნებს!

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ასაკი: 25 წლიდან

მოვალეობები:

** პროდუქციის გაყიდვებში აქტიური მონაწილეობის მიღება;
** მომხმარებლის რაოდენობის ზრდისა და გეგმის შესრულების მიზნით სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა/ მონაწილეობის მიღება;
** მომხმარებლისათვის დამატებითი მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა;
** ინფორმაციის მიწოდება დაქვემდებარებული თანამშრომლებისათვის დანერგილი სიახლეების შესახებ;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების შესრულებული სამუშაოს კონტროლი;
** დაქვემდებარებული თანამშრომლებისათვის დავალებებისა და მითითებების მიცემა;
** პროდუქციის ნაშთების კონტროლი;
** პროდუქციის შეკვეთის გაკეთება;
** დარბაზში პროდუქციის და მასზე ფასმაჩვენებლების არსებობის კონტროლი;
** დარბაზში სისუფთავისა და წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე;
** უპირატესობა მიენიჭება მუშაობის გამოცდილება ტანსაცმლის ან პარფიუმერიის მაღაზიაში;

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე, ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე HR@navne.ge და სათაურის ველში - "Subject" მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება "მაღაზიის მენეჯერი" და ქალაქი "ზესტაფონი" წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოხდება კანდიდატურის განხილვა.

გისურვებთ წარმატებებს!

კომპანია "ნავნე"
ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე