ვიდეო კონტროლის ოფიცერი გოგონა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ვიდეო კონტროლის ოფიცერი გოგონა
მომწოდებელი: SPAR Georgia
გამოქვეყნდა: 24 ოქტ / განახლდა: 17 ნოე / ბოლო ვადა: 24 ნოე
საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი "SPAR", რომელიც 1932 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 12 500-ზე მეტ მაღაზიას მსოფლიოს 44 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 13 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.

"SPAR"-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.

მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს გვერდს მისამართზე: https://www.facebook.com/SPAR.Georgia/

სამუშაო ადგილი: თბილისი, ორხევის ოფისი
სამუშაო გრაფიკი: ცვლებში
ხელფასი: 450 ლარი

მოვალეობები:

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო განათლება;
** 1 წლიანი გამოცდილება ვიდეო მონიტორინგის სამსახურში;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა ( Microsoft Word; Microsoft Excel; Microsoft Outlook).

მოვალეობა-ვალდებულებანი:

** კომპანიის შემადგენლობაში შემავალი ობიექტების ვიდეო მონიტორინგი:
** არსებული დარღვევების დაფიქსირება;
** პასუხისმგებელი პირების ინფორმირება;
** გამოვლენილ პრობლემებზე რეაგირება;
** დარღვევების სისტემატიზაცია, პროგრამაში დაფიქსირება და ანალიზი;
** გამოვლენილი დარღვევების დეპარტამენტების მიხედვით გამიჯვნა;
** გამოვლენილი დარღვევების შესახებ ყოველთვიური რეპორტის მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
** სამუშაო დღის დასაწყისში და ბოლოს საწარმო თანამშრომლების შემოწმება;
** მონიტორინგის ჯგუფის მიერ მოწოდებული ინფორმაციის დამუშავება და პროგრამაში დაფიქსირება
** კომპანიის შინაგანაწესის, თანამდებობრივი ინსტრუქციებისა და დებულებების დაცვა;

უნარ ჩვევები:

** კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სტრესის მართვის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე vacancy@spar-georgia.com 2017 წლის 24 ნოემბრის ჩათვლით და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "ვიდეო კონტროლის ოფიცერი" წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატურა ვერ განიხილება.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე