პრობლემური აქტივების მართვის ექსპერტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პრობლემური აქტივების მართვის ექსპერტი
მომწოდებელი: დე ვრის იუსტიცია
გამოქვეყნდა: 24 ოქტ / ბოლო ვადა: 24 ნოე
შპს "დე ვრის იუსტიცია" არის ევროპული კომპანია, რომელიც საქმიანობის სფეროს წამოადგენს პრობლემური პორტფელის მართვა თანამედროვე და ეფექტური მეთოდების გამოყენებით. კომპანიის მთავარ უპირატესობას წარმოადგენს მაღალი პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მოწინავე ტექნოლოგიები. ჩვენ გთავაზობთ მუდმივად მზარდ და ჯანსაღ გარემოს, სადაც თითოეული ადამიანი გუნდის მნიშვნელოვანი წევრია.

შპს "დე ვრის იუსტიცია" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: პრობლემური აქტივების მართვის ექსპერტი.

ძირითადი მოვალეობები:

** მიმდინარე ვადაგადაცილებული/პრობლემური სესხების მართვა;
** პრობლემურ კლიენტებთან მოლაპარაკება, მოლაპარაკების ანალიზი;
** საჭიროების შემთხვევაში გადახდის ინდივიდუალური გრაფიკის შედგენა და მისი კონტროლი;

მოთხოვნები:

** სასურველია იურიდიული ან ეკონომიკური განათლება;
** აუცილებელია ქართული (სასურველია რუსული) ენის ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** იგივე პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

ანაზღაურება 300 ლარი + ბონუსი, შესრულებული სამუშაოს შესაბამისად.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@de-vries-justitia.ge და "Subject"-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე