პიცის და კრეპის მცხობელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პიცის და კრეპის მცხობელი
მომწოდებელი: SPAR Georgia
გამოქვეყნდა: 23 ოქტ / განახლდა: 17 ნოე / ბოლო ვადა: 23 ნოე
საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი "SPAR", რომელიც 1932 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 12 500-ზე მეტ მაღაზიას მსოფლიოს 44 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 13 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.

"SPAR"-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.

მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს გვერდს მისამართზე: https://www.facebook.com/SPAR.Georgia/

"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს კონკურსს პიცის და კრეპის მცხობელის ვაკანტურ პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტზე პიცის და კრეპის მომზადება მომხმარებლის მოთხოვნისთანავე;
** წარმოებიდან მიღებული ნედლეულის აწონვა, კონტეინერებში გადანაწილება, კონტეინერების გრინით გადაკვრა;
** პროდუქციის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
** შეკვეთის მიღება; მიღებული შეკვეთის გამზადება;
** მზადების პროცესში, შოუს ელემენტების გამოყენება, მომხმარებლების დასაინტერესებლად;
** დაგეგმილი მარკეტინგული აქტივობის ფარგლებში მოხმარებლისთვის დეგუსტაციების მოწყობა;
** სამუშაო ადგილის და სამუშაო ინსტრუმენტების სისუფთავის უზრუნველყოფა;
** ნედლეულის მარაგის მონიტორინგი და შეკვეთების გაკეთება;
** სამუშაო დღის ბოლოს სამუშაო ადგილის და სამუშაო ინსტრუმენტების სისუფთავის უზრუნველყოფა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** შესაბამისი პროფესიული განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: vacancy@spar-georgia.com 2017 წლის 23 ნოემბრის ჩათვლით და სათაურის ველში ("Subject") მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "პიცის და კრეპის მცხობელი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები ვერ განიხილება.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე