სერვის ცენტრის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სერვის ცენტრის მენეჯერი
მომწოდებელი: ემ ბი სი
გამოქვეყნდა: 23 ოქტ / ბოლო ვადა: 23 ნოე
სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემ ბი სი" (მიკრო ბიზნეს კაპიტალი) აცხადებს ვაკანსიას სერვის ცენტრის მენეჯერის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სერვის ცენტრის მუშაობის ხელმძღვანელობა და ორგანიზება;
** დაქვემდებარებული პერსონალის მართვა, კონტროლი და განვითარება;
** საოპერაციო რისკების კონტროლი;
** საკრედიტო რისკების იდენტიფიცირება, შეფასება და ანალიზი;
** დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში სესხების დამტკიცება;
** სერვის ცენტრის ბიუჯეტის შედგენა და მისი შესრულების კონტროლი;
** სალაროში ფულის მოძრაობის კონტროლი;
** სერვის ცენტრის ყოველდღიური საქმიანობის მართვა, მისოს დოკუმენტაციის ადმინისტრირება, დადგენილ პროცედურებთან/წესებთან შესაბამისობის მონიტორინგი.
** სერვის ცენტრის თანამშრომელთა მიერ მისოს შინაგანაწესით გათვალისწინებული შრომითი დისციპლინისა და ქცევის ნორმების დაცვის კონტროლი;
** სერვის ცენტრის საქმიანობის შესახებ სტატისტიკური მონაცემების წარმოება, მათი ანალიზი და შესაბამისი ანგარიშების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების/ბიზნესის/ეკონომიკის სფეროში (სასურველია მაგისტრის ხარისხი);
** საფინანსო სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საკრედიტო კუთხით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** გუნდური მუშაობის უნარი, ანალიტიკური აზროვნება;
** პრობლემების გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კარგი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** კეთილსინდისიერი, მოტივირებული, შრომისმოყვარე, ორგანიზებული.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ რეზიუმე გადმოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vacancy@mbc.com.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე