ქოლ-ცენტრის ოპერატორების ჯგუფის უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორების ჯგუფის უფროსი
მომწოდებელი: ემ ბი სი
გამოქვეყნდა: 23 ოქტ / ბოლო ვადა: 23 ნოე
სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემ ბი სი" ("მიკრო ბიზნეს კაპიტალი") აცხადებს ვაკანსიას ქოლ ცენტრის ოპერატორების ჯგუფის უფროსის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სატელეფონო მომსახურების სამუშაო პროცესის მართვა;
** დაქვემდებარებული პერსონალის მართვა, კონტროლი და განვითარება;
** საჭიროებისამებრ შემომავალ ზარებზე პასუხი და გამავალი ზარების განხორციელება;
** მომხმარებელთა ინფორმირება მისოს პროდუქტებისა და სერვისების შესახებ;
** ქოლ ცენტრის გამართული და ხარისხიანი მუშაობის უზრუნველყოფა;
** ქოლ ცენტრის საქმიანობის შესახებ სტატისტიკური მონაცემების წარმოება, მათი ანალიზი და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
** მომხმარებელთა შენიშვნებზე რეაგირების კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი ეკონომიკის/ფინანსების/საბანკო საქმის ან ბიზნესის სფეროში;
** მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ანალოგიურ სფეროში, აქედან მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სასურველია საბანკო კომპიუტერული პროგრამა ALTA-ში მუშაობის გამოცდილება;
** გუნდური მუშაობის უნარი, ანალიტიკური აზროვნება;
** პრობლემების გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კარგი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** კეთილსინდისიერი, მოტივირებული, შრომისმოყვარე, ორგანიზებული; კლიენტების თავაზიანად მომსახურება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე/CV (ფოტოსურათით) გადმოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vacancy@mbc.com.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება თქვენი კანდიდატურა არ იყოს განხილული.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე