კურსები - Microsoft Access, SQL Server 2014, Oracle 11g
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კურსები - Microsoft Access, SQL Server 2014, Oracle 11g
მომწოდებელი: VIP Intellect Group
გამოქვეყნდა: 23 ოქტ / ბოლო ვადა: 23 ნოე
"VIP Intellect Group" გთავაზობთ პროფესიონალური დონის კურსებს: Microsoft Access-სა SQL Server -2014-ში და Oracle 11g Fundamentals.

Microsoft Access:

მონაცემთა ბაზების მომსახურე პერსონალს უწევს ბაზაში ახალი ინფორმაციის დამატება, საჭირო მოთხოვნის შედგენა და მონაცემთა სწრაფი ძებნა, სხვა და სხვა ტიპის ფორმების აგება, შედეგების რაპორტირება, გადაგზავნა, იმპორტი და ექსპორტი ბაზაში;

** მოდული 1: ცარიელი მონაცემთა ბაზის შექმნა, შენახვა, გახსნა. მონაცემთა ბაზის შექმნა შაბლონის დახმარებით. ცხრილის შექმნა - ინფორმაციის შეყვანით; ველების განსაზღვრით, სხვა ცხრილზე დაყრდნობით; ველის ტიპები - ტექსტური, რიცხვითი, ლოგიკური; შესაბამისი ველის ტიპის შერჩევა.
** მოდული 2: ცხრილებთან/ველებთან/მონაცემთა ჩანაწერებთან მუშაობა - პირველადი გასაღების შექმნა, პირველადი გასაღები მრავალი ცვლადით; მონაცემების შეყვანა, რედაქტირება, ძებნა, ჩანაცვლება, წაშლა, ნავიგაცია, ფილტრი, სორტირება. რელიაციური მოდელები: ერთი ერთთან, ერთი მრავალთან; პირველადი და გარე გასაღები. ცხრილებს შორის მიმართებების შექმნა, შეცვლა, წაშლა, ბეჭდვა. ინფორმაციის შენახვის ოპტიმიზაცია Table Analyzer - ის გამოყენებით.
** მოდული 3: მონაცემთა ვალიდაცია ველის და ცხრილის დონეზე; ინდექსები და მათი საჭიროების წარმოქმნა; პირველადი გასაღები, ინდექსები განმეორებადი და არა განმეორებადი მონაცემებით; Lookup ველის შექმნა, რედაქტირება; Lookup ველის ხედი ერთი ან რამდენიმე ველით. Lookup ველი რამდენიმე ჩანაწერით.
** მოდული 4: ფორმების შექმნა; ცარიელი ფორმის შექმნა, ფორმის შექმნა ოსტატის დახმარებით. ფორმის კავშირი ცხრილთან. ფორმის სხვადასხვა ხედი. ფორმის რედაქტირება - ველების დაჯგუფება და ჯგუფების დაშლა. ფორმაში ფილტრი, სორტირება, ძებნა, ნავიგაცია. დაქვემდებარებული ფორმების შექმნა - მთავარი და დაქვემდებარებული ფორმები. დაქვემდებარების წესის და ველების განსაზღვრა. ფორმის ავტო ფორმატი.
** მოდული 5: ფორმების ფუნქციონალობის გაძლიერება სხვადასხვა ობიექტის დამატებით (Text, Lable, Button, Tab, ComboBox, ListBox . . .). აღნიშნული ობიექტების თვისებები (სიგრძე, სიგანე, ფერი, ფონტი, გვერდი სტილი) შეცვლა, მათი კავშირი ველთან, მასკა. რედაქტირების აკრძალვა ველიას ან ფორმის დონეზე.
** მოდული 6: ანგარიშების (Reports) ფორმირება; მარტივი ანგარიში, ანგარიშების ფორმირება ოსტატის გამოყენებით, ანგარიშები მრავალ ცხრილზე დაყრდნობით; ავტოფორმატი ანგარიშებში; მონაცემების სორტირება და ფილტრი ანგარიშებში; ანგარიშის გახსნა სხვადასხვა რეჟიმში. ანგარიშების რედაქტირება; ცურცლის პარამეტრები.
** მოდული 7: მოთხოვნების შექმნა ერთ ცხრილზე დაყრდნობით, მრავალ ცხრილზე დაყრდნობით, მოთხოვნაზე დაყრდნობით; ჩამატების, რედაქტირების და წაშლის მოთხოვნების შექმნა.
** მოდული 8: მონაცემების ფილტრი და სორტირება მოთხოვნაში. ფუნქციების გამოყენება მოთხოვნაში; დაჯგუფების მოთხოვნები; ფილტრის როგორც მოთხოვნის შენახვა; დათვლადი ველების შექმნა მოთხოვნებში;
** მოდული 9: მარტივი მაკროსების შექმნა; პროცესების ავტომატიზაცია. ფორმის და ანგარიშის გახსნა, მონაცემების განახლება პროგრამულად; ძებნა და ფილტრი მაკროსით; გლობალური ობიექტის TempVars გამოყენება. ორი Combobox ის შეთანხმებული მუშაობა. მენიუს შექმნა პროგრამულად.
** მოდული 10: მონაცემთა იმპორტი და ექსპორტი სხვადასხვა ფორმატში; სხვა მონაცემთა წყაროდან ცხრილების დაკავშირება; იმპორტის და ექსპორტის სპეციფიკაციების შენახვა.
** მოდული 11: ბაზის კონკრეტული სტრუქტურები კონკრეტული შაბლონური ქეისების მაგალითზე: Contacts, NorthWind
** მოდული 12 ბაზის კონკრეტული სტრუქტურები კონკრეტული ქეისების მაგალითზე: "მომსახურება", "წარმოება", "დისტრიბუცია -რეალიზაცია", "ადამიანური რესურსების მართვა"

კურსის ხანგრძლივობა: 12 ლექცია 1სთ 30წთ-იანი.
ღირებულება: ინდივიდუალურად - 400 ლარი.
2/3 კაციან ჯგუფში 300 ლარი.

SQL Server -2014 ადმინისტრირება, გამოყენება და მხარდაჭერა:

კურსი მსმენელებს საშუალებას აძლევს გამოიყენონ SQL Server-ის ახალი შესაძლებლობები და ამით შეძლონ SQL Server მონაცემთა ბაზებისა და სერვერების დაპროექტება, შემუშავება, ფუნქციონირება და განვითარება. გარდა ამისა, კურსი აძლევს მსმენელებს იმ ცოდნას, რაც საჭიროა SQL Server-ის აღნიშნული ახალი შესაძლებლობების სათანადოდ გამოყენებისათვის.

სასწავლო კურსის შესწავლის წინაპირობები:

მსმენელი უნდა ფლობდეს ცოდნას შემდეგი საკითხების შესახებ: ოპერაციული სისტემები (საფუძვლები), კომპიუტერის არქიტექტურა, პერიფერიული მოწყობილობები, პროგრამირების საფუძვლები.

კურსის შინაარსი:

** ლექცია 1: SQL Server 2014-ის ინსტალაცია და კონფიგურირება
** ლექცია 2: მონაცემთა ბაზის კონფიგურირება და ექსპლოატაცია
** ლექცია 3: SQL Server -ის უსაფრთხოების უზრუნველყოფა
** ლექცია 4: მონაცემთა ბაზების სარეზერვო ასლების შექმნა და აღდგენა
** ლექცია 5: SQL Server-ის ავტომატიზაცია
** ლექცია 6: Microsoft SQL Server მონიტორინგი და წარმადობის ოპტიმიზაცია
** ლექცია 7: DDL (Data Definition Language), მონაცემების დაჯგუფება
** ლექცია 8: ლოგიკური ოპერაციები, ჩადგმული სიმრავლეები
** ლექცია 9: ცხრილები, მონაცემთა ტიპები და მონაცემთა მთლიანობა
** ლექცია 10: DML (Data Manipulation Language)
** ლექცია 11: ცვლადების, ციკლების სტრუქტურების აღწერა (LOOP, WHILE, CASE, IF THEN, FOR)
** ლექცია 12: ფუნქციების, პროცედურების და ტრიგერების აღწერა

კურსდამთავრებული შეძლებს: SQL Server-ი ერთერთი უძლიერესი მონაცემთა ბაზაა, რომელიც დღესდღეობით გამოიყენება როგორც სახელმწიფო სტრუქტურებში, საბანკო სექტორებში და მსხვილ კომპანიებში. ეს კურსი თქვენ მოგცემთ საშუალებას შეიქმნათ პერსპექტიული მომავლი და გააღრმავოთ ცოდნა, გაუწიოთ ადმინისტრირება კომპანიაში არსებული მონაცემთა ბაზების სისტემას, დაარეზერვოთ, იზრუნოთ მონაცემების უსაფრთხოებაზე, მოახდინოთ ყველაფრის ავტომატიზირება და მონიტორინგი, რათა კომპანიაში არსებული თითოეული ინფორმაციის დეტალიც კი არ იქნეს დაკარგული.

ხანგრძლივობა: 12 ლექცია (კვირაში 2 ჯერ)
ლექციის ხანგრძლივობა: 2 საათი

სწავლის ღირებულება:

ორ კაციან ჯგუფში - 700 ლარი ერთი მსმენელისთვის;
3-4 კაციან ჯგუფში - 550 ლარი ერთი მსმენელისთვის;

Oracle 11g Fundamentals:

** კურსი მოიცავს ფუნდამენტალურ მასალას ორაკლის ენის SQL და PL/SQL-ის შესახებ. კურსი გათვლილია დამწყებთათვის. სასურველია გამოცდილება კომპიუტერულ მეცნიერებების მიმართულებით.
** Oracle მონაცემთა ბაზა არის საფუძველი ბევრ კომპანიაში, მასზეა დამოკიდებული კომპანიის ინფორმაციის შენახვა, დამუშავება და დაცვა. იგი გამოიყენება დიდი რაოდენობის ინფორმაციასთან სამუშაოდ და ისეთ სიტუაციებში, სადაც მონაცემთა უსაფრთხოება წარმოადგენს კომპანიის განმსაზღვრელ ფაქტორს.
** უმეტესი ბანკები და ტელეკომ-ოპერატორები იყენებენ ამ პლატფორმას და ყოველთვის საჭიროებენ მის კვალიფიცირებულ სპეციალისტებს. მთავარი მოთხოვნა წარმოადგენს საიმედო პროგრამულ მხარდაჭერას, ასევე პროცედურების ცოდნას, რათა პრობლემის შემთხვევაში მოხდეს ინფორმაციის უდანაკარგო და სწრაფი აღდგენა.

SQL კურსის გავლისას თქვენ გაეცნობით მონაცემთა ბაზების კონცეფციას, მიიღებთ SQL-ის საბაზო ცოდნას, რომელიც საშუალებას მოგცემთ დაამუშავოთ კომპანიის მოთხოვნები, შეგეძლებათ მოდიფიცირება გაუკეთოთ უკვე არსებულ ინფორმაციას, შექმნათ ახალი ან წაშალოთ არსებული მონაცემები. PL/SQL კურსის გავლისას თქვენ გაეცნობით პროგრამირების ენას, რომელიც საშუალებას მოგცემთ, შექმნათ ბლოკები, რომლებიც შესაძლებელია გამოყენებული იქნეს სხვადასხვა აპლიკაციებში.

ასევე მსმენელები შეისწავლიან ფუნქციების, ტრიგერების, პროცედურების შექმნას და გამოყენებას, პარამეტრების გამოცხადებას და გამონაკლისების დამუშავებას.

კურსის ამ ნაწილის გავლით თქვენ შეძლებთ თავისუფლად მოამზადოთ რეპორტები თქვენი კომპანიისთვის.

კურსში განხილული საკითხები:

** მოდული 1: ბაზიდან ინფორმაციის ამოღება SELECT-ის საშუალებით. ინფორმაციის გაფილტვრა და დალაგება.
** მოდული 2: Single-row ფუნქციების გამოყენება და მიღებულის შედეგის მართვა
** მოდული 3: კონვერტაციის ფუნქციების გამოყენება და მიღებულის შედეგის მართვა
** მოდული 4: მონაცემების დაჯგუფება (GROUP functions)
** მოდული 5: მონაცემების ამოღება JOIN-ის საშულებით
** მოდული 6: Subquery-ს გამოყენება. Set ოპერატორის გამოყენება
** მოდული 7: DML(Data Manipulation Language) insert,update,delete,merge
** მოდული 8: DDL (Data Definition Language) create,drop,alter
** მოდული 9: User Access კონტროლი.
** მოდული 10: სქემა ობიექტების მართვა ( შექმნა, წაშლა, დამატება)
** მოდული 11: სისტემური Data Dictionary Views გაცნობა, შესწავლა.
** მოდული 12: PL/SQL-ის შესავლები. PL/SQL ცვლადების აღწერა, ძირითადი სინტაქსი
** მოდული 13: მონაცემთა ტიპები, ოპერატორები(არითმეტიკული, ლოგიკური, რელაციური)
** მოდული14: IF, IF THEN ELSE, LOOP, WHILE, FOR LOOP, CASE სტრუქტურების აღწერა
** მოდული 15: String ფუნქციები, Exception-ების მართვა
** მოდული 16: Function, Procedures, Triggers, Views შექმნა, აღწერა

მსმენელებს თითქმის ყველა ლექციაზე ექნებათ პრაქტიკული სამუშაოები, რათა უფრო გაიღრმავონ ცოდნა.

კურსში გამოყენებული სასწავლო მასალა და დამატებითი კომპონენტები:

კურსის ხანგრძლივობა: 16 ლექცია
ლექციები ჩატარდება (კვირაში 2 ჯერ)

კურსის ღირებულება:

ორ-სამ კაციან ჯგუფში: 700 ლარი;
ჯგუფში 4 კაციდან - 550 ლარი;

თანხის გადახდა ხორციელდება ორ ეტაპად.

გაითვალისწინეთ! ხორციელდება კორპორატიული მომხმარებლებისთვის მსმენელთა მომზადება, სპეციალურად თქვენი მოთხოვნებიდან გამომდინარე, შეიქმნება სპეციალიზირებული პროგრამა, კორპორატიული მომხმარებლისთვის გამომდინარე მსმენელთა რაოდენობიდან შესაბამისად მოხდება ფასების რეგულირება.

მის: პეკინის 28, მე-6 სართ.
ტელ: 237 19 39; 593 61 82 12; 551 196 110;
ninovipicg@gmail.com
https://www.facebook.com/pages/VIP-Intellect-Group
http://www.vipintellect.ge
საკონტაქტო პირი: ნინო მღებრიშვილი
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე