სასაუბრო რუსულის კურსი - 60 ლარი
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სასაუბრო რუსულის კურსი - 60 ლარი
მომწოდებელი: ქართულ-ევროპული განათლების აკადემია VETO
გამოქვეყნდა: 20 ოქტ / ბოლო ვადა: 20 ნოე
"ქართულ-ევროპული განათლების აკადემია VETO" გთავაზობთ რუსული ენის შესწავლას РКИ მეთოდით, ფასდაკლებით 60 ლარად (18:30 საათამდე ჯგუფებში) და 65 ლარად (18:30 საათიდან ჯგუფებში) 110 ლარის ნაცვლად.

ჩვენთან რუსული ენის შესწავლა მიმდინარეობს 4-ჯერ უფრო სწრაფად და ხარისხიანად.

ჩვენი სასწავლო კურსის უპირატესობებია:

** სწავლება მიმდინარეობს РКИ მეთოდით, რომელიც შემუშავებულია მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის (МГУ) მიერ სპეციალურად არა რუსულენოვან მსმენელთათვის.
** ჩვენი პედაგოგები არიან რუსული ენის ფილოლოგები მრავალწლიანი პედაგოგიური სტაჟით და ფლობენ შესაბამის РКИ მეთოდით სწავლების სერთიფიკატს. მასწავლებლები არიან რუსულენოვანი და ფლობენ ქართულ ენასაც.
** ჯგუფები გამოირჩევა მსმენელთა სიმცირით (4-8 მსმენელი) და დაყოფილია ცოდნის დონეების მიხედვით, რაც პირდაპირ აისახება სწავლის შედეგზე.
** РКИ მეთოდი ორიენტირებულია მსმენელებს ჩამოუყალიბოს რუსულ ენაზე თავისუფლად საუბრის უნარი, შეასწავლოს რუსული ენის გრამატიკა და შესძინოს ყველაზე გამოყენებად სიტყვების მარაგი.
** სასურველი შედეგი მიიღწევა მეოთხედ დროში, საშინაო დავალებებისა და ზედმეტი დატვირთვის გარეშე, მსმენელების გაკვეთილზე მაქსიმალურად ჩართულობის ხარჯზე.
** სწავლის დროს გამოიყენება რუსული ენის უახლესი სახელმძღვანელოები. მსმენელები უზრუნველყოფილნი იქნებიან სასწავლო მასალით.
** ჩვენი სერთიფიკატი აღიარებულია მრავალი კომპანიის მიერ.

მეცადინეობა ჩატარდება კვირაში ორჯერ, გაკვეთილის ხანგრძლივობა: 1.30 სთ, დღის და საღამოს საათებში (გრაფიკი შეთანხმდება მსმენელთან).

კურსი მოიცავს შემდეგ დონეებს:

** A1 - ЭЛЕМЕНТАРНЫЙ УРОВЕНЬ (Breakthrough Level)
** A2 - ПРЕДПОРОГОВЫЙ (БАЗОВЫЙ) УРОВЕНЬ (Waystage Level)
** В1 - ПОРОГОВЫЙ УРОВЕНЬ (Threshold Level)
** В2 - ПОСТПОРОГОВЫЙ УРОВЕНЬ (Vantage Level)
** С1 - УРОВЕНЬ КОМПЕТЕНТНОГО ВЛАДЕНИЯ (Effective operational proficiency)
** C2 - УРОВЕНЬ НОСИТЕЛЯ (професионального владения) ЯЗЫКА (Mastery Level).

თითოეული დონის დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი დონის საერთაშორისო სტანდარტების სერთიფიკატი (ქართულ და რუსულ ენებზე). ერთი დონის ხანგრძლივობა შეადგენს 3 თვეს.

აქციის ფარგლებში სწავლის საფასური თვეში შეადგენს 60 ლარს (18:30 საათამდე ჯგუფებში) და 65 ლარს (18:30 საათიდან ჯგუფებში) 110 ლარის ნაცვლად.

ფასდაკლებით რეგისტრირებულ მსმენელებზე ფასდაკლება მოქმედებს მომდევნო დონეზეც, მთელი სასწავლო წლის განმავლობაში.

ფასდაკლების მისაღებად შეავსეთ შემდეგი სააპლიკაციო ფორმა https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScI_CisCl8baPCq59Bi1ceeUdt5iSpEcrqRjRfMZ00IaA47qw/viewform ან გადმოაგზავნეთ თქვენი CV ან საკონტაქტო მონაცემები: სახელი, გვარი, მობილურის ნომერი მაილზე: kegakademia@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ სასწავლო კურსის დასახელება.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე.

მისამართი: სათაო ოფისი: ქ.თბილისი, ძმები კაკაბაძეების ქ.11. მე-2 სართული (მეტრო რუსთაველთან, "მაკდონალდსიდან" მე-5 შენობა).

საბურთალოს ფილიალი: კოსტავას ქ.68 (სახელმწიფო ტელევიზიის გვერდით, ახალაშენებული კორპუსის პირველი სართული. ახლოსაა მეტროსადგურ "ტექნიკურ უნივერსიტეტთან")

ტელ.: 2 14 88 14, 293 53 30; 2 90 43 35.
მობ.: 599 80 74 88
ელ.ფოსტა: kegakademia@gmail.com
ვებ-გვერდი: http://www.veto.ge | https://www.facebook.com/vetoakademia?ref=hl
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე