პრაქტიკული ბუღალტერიის კურსი + ORIS - თვეში 125 ლარი
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პრაქტიკული ბუღალტერიის კურსი + ORIS - თვეში 125 ლარი
მომწოდებელი: ქართულ-ევროპული განათლების აკადემია VETO
გამოქვეყნდა: 20 ოქტ / ბოლო ვადა: 20 ნოე
"ქართულ-ევროპული განათლების აკადემია VETO" გთავაზობთ თეორიული და პრაქტიკული ბუღალტერიის კურსს ფასდაკლებით, თვეში 125 ლარად, 250 ლარის ნაცვლად.

ტრეინინგი განკუთვნილია ნებისმიერი პროფესიის და განათლების პირთათვის, როგორც დამწყებ, ასევე მოქმედ ბუღალტერთათვის, რომელთაც სურთ შეისწავლონ და გაიღრმაონ თეორიული და პრაქტიკული ბუღალტერიის. ასევე, კურსი რეკომენდირებულია ნებისმიერ მსმენელთათვის, ვინც აპირებს ბუღალტრული და ფინანსური აღრიცხვის შესწავლას და არ აქვს განათლება ეკონომიკის სფეროში, მაგრამ სურს პროფესიონალურ დონეზე შეისწავლოს ბუღალტერია.

ტრეინინგი მოიცავს ორ საფეხურს:

** საფეხური პირველი: თეორიული და პრაქტიკული ბუღალტერიის კომპლექსური კურსი.
** საფეხური მეორე: ORIS კომპიუტერული ბუღალტერია.
** სრული ორთვიანი კურსის ღირებულებაა - 250 ლარი, 500 ლარის ნაცვლად.
** სტუდენტს შეუძლია ცალკე გაიაროს ერთ-ერთო კომპონენტი. მხოლოდ ერთი კომპონენტის არჩევის შემთხვევაში, ფასდაკლება არ ვრცელდება.

სრული კურსის ხანგრძლივობა: ორი თვე, კვირაში ორჯერ, სულ 32 აკადემიური საათი.
სწავლა მიმდინარეობს მცირერიცხოვან ჯგუფებში.
მსმენელებს უფასოდ გადაეცემა სასწავლო მასალა.

ტრეინინგის დასრულებისას გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი (ქართულ და ინგლისურ ენებზე), რომელიც შეგიძლიათ გამოიყენით ნებისმიერ ორგანიზაციაში მუშაობის დასაწყებად.

სასწავლო პროგრამა:

თეორიული და პრაქტიკული ბუღალტერია შეისწავლება საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისად. იგი მოიცავს ბუღალტრული და ფინანსური აღრიცხვის თეორიის და პრაქტიკის საკითხებს, საქართველოს საგადასახადო კოდექსს.

საკითხების ჩამონათვალი:

1. ბუღალტრული აღრიცხვის არსი, სახეები, მეთოდი, ამოცანები, პრინციპები.
2. ბუღალტრული დოკუმენტების კლასიფიკაცია.
3. ბალანსი.
4. მოგება ზარალი.
5. ორგანიზაციის დაარსებასთან დაკავშირებულ პროცედურები: საწესდებო კაპიტალის სახით ფულის და მატერიალური აქტივების შეტანა.
6. მომსახურების და საქონლის ადგილობრივი შესყიდვის ოპერაციები.
7. მომსახურების და საქონლის რეალიზაცია.
8. ხელფასის აღრიცხვა - ფულადი სახით, ნივთგაცემით, პრემია, დივიდენდი.
9. ძირითადი საშუალებების აღრიცხვა.
10. ხარჯების აღრიცხვა.
11.წლიური შედეგების დაანგარიშება როგორც ბუღალტრული, ისე საგადასახადო კუთხით.
12. საგადახდო კოდექსის ძირითადი საკითხები.
13. მოგების, საშემოსავლო, ქონება, დღგ გადასახადები.
14.კომპიუტერული პროგრამა - Oris.

კურსს უძღვება ქ-ნი ნინო გრიგოლაია, ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი, სტაჟი: 20 წელი.

ფასდაკლების მისაღებად შეავსეთ შემდეგი სააპლიკაციო ფორმა https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScI_CisCl8baPCq59Bi1ceeUdt5iSpEcrqRjRfMZ00IaA47qw/viewform ან გადმოაგზავნეთ თქვენი CV ან საკონტაქტო მონაცემები: სახელი, გვარი, მობილურის ნომერი მაილზე: kegakademia@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ სასწავლო კურსის დასახელება.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე.

მისამართი:

სათაო ოფისი: ქ. თბილისი, ძმები კაკაბაძეების ქ. 11, მე-2 სართული (მეტრო რუსთაველთან, "მაკდონალდსიდან" მე-5 შენობა).

საბურთალოს ფილიალი: კოსტავას ქ. 68 (სახელმწიფო ტელევიზიის გვერდით, ახალაშენებული კორპუსის პირველი სართული; ახლოსაა მეტროსადგურ "ტექნიკურ უნივერსიტეტთან").

ტელ.: 2 148814, 2935330, 2 904335
მობ.: 599 807488
ელ.ფოსტა: kegakademia@gmail.com
ვებ-გვერდი: www.veto.ge
https://www.facebook.com/centerveto?ref=hl
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე