გეოდეზისტი - სამეგრელო-ზემო სვანეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გეოდეზისტი - სამეგრელო-ზემო სვანეთი
მომწოდებელი: პრაიმ ბეტონი
გამოქვეყნდა: 20 ოქტ / ბოლო ვადა: 20 ნოე
სამშენებლო კომპანია "პრაიმ ბეტონი" აცხადებს ვაკანსიას გეოდეზისტის პოზიციაზე.

"პრაიმ ბეტონი" არის დაზღვეული სამოქალაქო კონტრაქტორი, რომელსაც აქვს ფილიალები თბილისსა და ფოთში და ჩართულია სამშენებლო სფეროს მომსახურებებში. ჩვენი მომსახურება მოიცავს მთლიანი პროექტების მართვას, მიწის სამუშაოებს, მონოლითური ბეტონის სამუშაოებს, ფოლადის კონსტრუქციების მონტაჟს, ასევე ბეტონისა და ინერტული მასალის წარმოებასა და მიწოდებას.

იხილეთ ბმული: http://www.primeconcrete.ge

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: სრული
** სამუშაო ადგილი: სამეგრელო-ზემო სვანეთი

სამუშაო აღწერილობა:

** საინჟინრო ნახაზების მიხედვით სამუშაოს მოცულობის დათვლა
** ნიშნულების და კოორდინატების კონტროლი
** სამუშაო ნახაზების შემოწმება და კონტროლი
** საშემსრულებლო ნახაზების დამზადება
** ტერიტორიის აგეგმვა და შენობა-ნაგებობების კვლევა
** ტოპოგრაფიული რუქის მოსამზადებლად საველე და კამერალური აზომვა/დამუშავება
** დაკვალვის სამუშაოების შესრულება ელექტროტახომეტრის საშუალებით
** საველე მონაცემების დამუშავება და შესაბამისი დოკუმენტების მომზადება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან პროფესიული განათლება აღნიშნულ სფეროში
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** პროგრამების ცოდნა: AutoCAD, ArchiCAD, CIVIL 3D, Microsoft Office

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@primeconcrete.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე