IFRS სტანდარტების სიღრმისეული კურსი
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: IFRS სტანდარტების სიღრმისეული კურსი
მომწოდებელი: EBIT Group
გამოქვეყნდა: 18 ოქტ / ბოლო ვადა: 18 ნოე
IFRS სტანდარტების სიღრმისეული კურსი (Deep IFRS Professional Course)

"EBIT Group" წარმოადგენს ბიზნეს საკონსულტაციო ჯგუფს, რომლის ძირითადი მიმართულებაა საკონსულტაციო მომსახურება და სასწავლო კურსები ფინანსების მიმართულებით. "EBIT Group" პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც ორგანიზაციებსა და პროფესიონალ ფინანსისტებს შესთავაზა IFRS სტანდარტების სიღრმისეული ტრეინინგები, სტანდარტების დეტალური განხილვითა და საქართველოს ბაზრისთვის აქტუალური პრაქტიკული მაგალითებით.

"EBIT Group" კომპანიებს საკონსულტაციას მომსახურებებია: IFRS სტანდარტების დანერგვა, IFRS რეპორტინგი, ორგანიზაციის ბიზნეს პროცესისა და პროცედურების ფორმირება, აღრიცხვის სისტემის შემუშავება, ანალიტიკური და ფინანსური რეპორტინგის სისტემის ჩამოყალიბება, მარაგების და სხვა საბრუნავი კაპიტალის ეფექტური მართვის სისტემის ჩამოყალიბება, პროცესების ავტომატიზირება, ERP სისტემის დანერგვის ხელშეწყობა და ბიზნესის განვითარების სხვა მიმართულებებში.

"EBIT Group" სასწავლო კურსები განკუთვნილია ფინანსისტებისთვის, ბუღალტრებისთვის, აუდიტებისა და რეპორტინგის სპეციალისტებისთვის. მისი ძირითადი პროდუქტებია IFRS სტანდარტების სიღრმისეული და სპეციალური კურსები; ფინანსური მოდელირება Excel-ის გამოყენებით, ბიუჯეტირება, ბიზნესის შეფასება.

"EBIT Group" გთავაზობთ IFRS სტანდარტების სიღრმისეული კურსს (Deep IFRS Professional Course).

კურსი მოიცავს უშუალოდ სტანდარტების დეტალურ განხილვას და ასევე საქართველოს ბაზრისთვის აქტუალური პრაქტიკული მაგალითების განხილვას. კურსი განკუთვნილია გამოცდილი ბუღალტრების, ფინანსისტების, ანალიტიკოსების და რეპორტინგის სპეციალისტებისთვის.

კურსის დაწყების თარიღები:

ჯგუფი 1: 25 ოქტომბერი, მეცადინეობა ჩატარდება ოთხშაბათს და პარასკევს
ჯგუფი 2: 31 ოქტომბერი, მეცადინეობა ჩატარდება სამშაბათს და ხუთშაბათს

კურსის ხანგძლივობა: 30 სთ
ლექციების დაწყების დრო: 19.00 სთ
ლექციების ხანგრძლივობა: 2სთ 30 წთ
მსმენელთა რაოდენობა ჯგუფში: 10-12 კაცი
კურსის ღირებულება: 700 ლარი
კურსის ჩატარების ადგილი: აკაკი ხორავას 3, "Vere Loft"

კურსის შინაარსი:

კურსი მოიცავს შემდეგ სტანდარტებს:

ბასს 1 - ფინანსური ანგარიშგების წარდგენა;
ბასს 8 - სააღრიცხვო პოლიტიკა, ცვლილებები სააღრიცხვო შეფასებებში და შეცდომები
ბასს 10 - საანგარიშგებო პერიოდის შემდგომი მოვლებები;
ბასს 2 - სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები;
ბასს 41 - ბიოლოგიური აქტივები;
ბასს 18 - ამონაგები;
ფასს 15 - შემოსავალი კლიენტთა კონტრაქტებიდან;
ბასს 11 - სამშენებლო კონტრაქტები;
ბასს 37 - ანარიცხები, პირობითი ვალდებულებები და პირობითი აქტივები;
ბასს 16 - ძირითადი საშუალებები;
ბასს 36 - აქტივების გაუფასურება;
ბასს 40 - საინვესტიციო ქონება;
ფასს 5 - გასაყიდად გამიზნული გრძელვადიანი აქტივები და შეწყვეტილი ოპერაციები;
ბასს 38 - არამატერიალური აქტივები;
ბასს 17 - იჯარა;
ბასს 23 - სესხის სარგებლობასთან დაკავშირებული დანახარჯები;
ფასს 10 - კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებები;
ბასს 28 - ინვესტიციები მეკავშირე საწარმოებში და ერთობლივი საქმიანობა;
ბასს 24 - დაკავშირებულ მხარეთა ახსნა-განმარტებითი შენიშვნები;
ფასს 1 - ფასსის პირველადი გამოყენება;
მცირე და საშუალო ზომის საწარმოების სტანდარტის მიმოხილვა, ძირეული განსხვავებები;
პრაქტიკული ქეისების განხილვა.

კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი.

რეგისტრაცია: https://goo.gl/forms/hXMrFTbmF0CirVbw2

საკონტაქტო მონაცემები:

ტელ: (+995) 577 610303, (+995) 574 900343
ელფოსტა: info@ebit.ge
https://www.facebook.com/ebitgeorgia/
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე