სრული კურსი ელიოტის შესახებ
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სრული კურსი ელიოტის შესახებ
მომწოდებელი: Wealthy Traders Club
გამოქვეყნდა: 18 ოქტ / ბოლო ვადა: 18 ნოე
სს "ველსი", პირველი დამოუკიდებელი ტრეიდერთა კლუბი, გთავაზობთ სრულ კურსს ელიოტის შესახებ.

წინამდებარე ტრეინინგი არის განკუთვნილი მათთვის, ვისაც უკვე აქვს მინიმალური გამოცდილება ფინანსურ ბაზარზე და ვისაც სურს, რომ მიიღოთ ძირეული და მაქსიმალურად კონკრეტული ცოდნა, რათა მიაღწიოს წარმატებას.

რა ცოდნას მიიღებენ ადამიანები, რომლებიც სრულად და წარმატებულად გაივლიან ტრეინინგს:

1. სრული თეორიის შესწავლა რომელიც აგებულია ელიოტის მოდელზე, ტალღების კანონზომიერებაზე და შეფარდებაზე.
2. მამოძრავებელ და საკორექციო ტალღების მახასიათებლების და მოდელირების კონფიგურაციის წესებს
3. გრაფიკული მოდელის აგება ელიოტის პრინციპების და ტალღების შესაძლო კონფიგურაციების გამოყენებით.
4. ფიბონაჩის რიცხვების გამოყენება ტალღების ზომების და შეფარდებები გამოსათვლელად.
5. ისტორიული მონაცემების სწორად წაკითხვა და სტრუქტურირებას პროგნოზირებისთვის.
6. ტრენდის გაგრძელების ან შემოტრიალების შესაძლო წერტილების პოვნას და გამოყენებას.
7. შეისწავლით, რატომ და როდის მუშაობს სტანდარტული გრაფიკული ანალიზი და ასევე როდის და როგორი ტიპის ტალღებში ის არ მუშაობს.
8. დაინახავთ ტალღის შიგნით სავაჭრო მოცულობების, და ფასის განვითარების მოტივაციას.
9. კლასიკური ტექნიკური ანალიზის გამოყენების პირობებს ტალღურ ანალიზთან ერთად.
10. შეისწავლით სად და როდის ცდილობენ მარკეტმეიკერები და სხვა მსხვილი მონაწილეები შექმნან ბაზარზე ისეთი მოძრაობები, რომ შეიქმნას ცრუ აზრი ტრენდის შესახებ.
11. ვაჭრობის ძირითადი წესები და პრინციპები იმისთვის, რომ თქვენ შეინარჩუნოთ საკუთარი კაპიტალი და გამოიმუშაოთ მოგება.
12. სავაჭრო სტრატეგიების პრინციპები იმისთვის, რომ შექმნათ თქვენი საკუთარი სავაჭრო სისტემა, რომელიც დაგეხმარებათ ფულის გამომუშავებაში.

ტრეინინგის მიზანი: კურსდამთავრებულმა შეძლოს ზუსტი და კონკრეტული შედეგის პროგნოზირება და ვაჭრობის დროს არ იყოს დამოკიდებული იღბალზე.

ტრეინინგის უპირატესობა:

** ტრეინინგს ატარებენ გამოცდილი სპეციალისტები, რომლებსაც აქვთ ფინანსურ ბაზრებზე მრავალწლიანი წარმატებული ვაჭრობის გამოცდილება.
** იგულისხმება ინდივიდუალური მიდგომა ყოველი აპლიკანტის მიმართ.

ტრეინინგთან დაკავშირებული სხვა დეტალები:

ტრეინინგის ჩატარების ადგილი: "Wealthy Traders Club, Tbilisi".
მეცადინეობის გრაფიკი განისაზღვრება ურთიერთშეთანხმებით.
ტრენინგის ხანგრძლივობა არის არანაკლებ 6 თვე.

ტრეინინგზე დასარეგისტრირებელად, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ჩვენს ელ. ფოსტაზე: info@elliottwave.ge

ტელ: 551 754647
ვებ-გვერდი: elliottwave.ge
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე