ბიზნეს იდეების კონკურსი
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ბიზნეს იდეების კონკურსი
მომწოდებელი: ზრდასრულთა განათლების ქსელი
გამოქვეყნდა: 10 ოქტ / განახლდა: 19 ოქტ / ბოლო ვადა: 30 ნოე
თანდართული ფაილი: 155175-gaen.zip
საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელი აცხადებს ბიზნეს იდეების კონკურსს საუკეთესო ბიზნეს იდეების გამოსავლენად.

მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს ან გუნდს, რომელსაც აქვს ბიზნეს იდეა და მზად არის დაიწყოს მასზე აქტიური მუშაობა, შექმნას პროტოტიპი და პირველადი პროდუქტი გაიტანოს ბაზარზე.

პროექტი დაფინანსებულია ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს "პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის" (ISWD) პროექტის, პროფესიული განათლების სექტორში ინდუსტრიის მონაწილეობის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამის ფარგლებში და ხორციელდება საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელის მიერ პროექტის ფარგლებში: "სამეწარმეო განათლების გაძლიერება არაფორმალურ განათლებაში".

პირველი ოქტომბრიდან მსურველებს ეძლევათ საშუალება წარმოადგინონ სრული განაცხადი. სრული განაცხადის წარმოსადგენად აუცილებელია შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და ბიზნეს გეგმის გამარტივებული ფორმა.

კონკურსის ფარგლებში შეირჩევა რამდენიმე საუკეთესო იდეა, რომელიც მიიღებს საწყის დაფინანსებას პროტოტიპის შესაქმნელად. პროექტის ბოლოს იგეგმება შემაჯამებელი კონფერენცია ქალაქ თბილისში.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ შეავსოთ და ელ.ფოსტაზე გადმოგზავნოთ სრული სააპლიკაციო ფორმა 30 ნოემბრის ჩათვლით, გთხოვთ წერილის სათაურში მიუთითოთ: ბიზნეს იდეების კონკურსი.

იდეების შერჩევა:

პროექტის ჟიური შეარჩევს საუკეთესო იდეებს შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

** იდეის სიახლე/ინოვაციურობა
** გუნდის კომპეტენცია
** არსებული რესურსები
** იდეის მდგრადობა
** შესაბამისობა პროგრამასთან
** თემატიკა შეზღუდული არ არის
** საუკეთესო იდეები მიიღებენ ფულად ჯილდოს პროტოტიპის შესაქმნელად.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

თეონა დალაქიშვილი
teonadalak@gmail.com

შევსებული სააპლიკაციო ფორმების შემოტანის ბოლო ვადაა 2017 წლის 30 ნოემბერი.
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე