პერსონალის შერჩევისა და აღრიცხვის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პერსონალის შერჩევისა და აღრიცხვის სპეციალისტი
მომწოდებელი: Nova Poshta
გამოქვეყნდა: 6 ოქტ / ბოლო ვადა: 6 ნოე
"Nova Poshta" აცხადებს ვაკანსიას პერსონალის შერჩევის და აღრიცხვის სპეციალისტის პოზიციაზე.

პასუხისმგებლობა:

** წერილობითი კორესპონდენციის და დოკუმენტაციის მიღება, დარეგისტრირება და სტრუქტურულ ერთეულებში გაგზავნა.
** ხელმძღვანელობის გადაწყვეტილების შესაბამისად, დოკუმენტაციის შესაბამის განყოფილებაზე გადაცემა შესასრულებლად, რეგისტრირებული დოკუმენტების აღრიცხვა და მონაცემთა ბანკის შექმნა.
** შრომითი ხელშეკრულებების და სხვა დოკუმენტების შევსება და რეგისტრაცია. დირექტორის ბრძანებების შესრულების მონიტორინგი.
** თანამშრომელთა მიღების, გადაყვანის და გათავისუფლების გაფორმება და რეგისტრაცია ხელმძღვანელობის მოთხოვნის და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად.
** ყოველდღიური ანგარიშის წარმოება თანამშრომელთა დასწრების, მივლინების, შვებულების და ავადმყოფობის შესახებ.
** თანამშრომელთა მიღება, გადაყვანა და გათავისუფლება, საქართველოს შრომითი კანონმდებლობის, კომპანიის ხელმძღვანელის წესების და ბრძანებების შესაბამისად,
** სამსახურში მიღებისას თანამშრომელისთვის ინფორმაციის მიწოდება სამუშაო შინაგანაწესის, სამუშაო დროის და დასვენების საათების შესახებ.
** დირექტორის მითითებით, სახელმწიფო და სასამართლო ორგანოებში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, გარე ორგანიზაციებში გასვლა, მარტივი სამართლებრივი საკითხების მოსაგვარებლად.
** იურიდიული დოკუმენტაციის აღრიცხვა.
** ხელმძღვანელობის სამუშაო გრაფიკის დაგეგმვა. ზარების და კომუნიკაციის უზრუნველყოფა.
** დოკუმენტაციის მიღება და ხელმძღვანელობისთვის დროული გადაცემა. კოორდინაცია და კონტროლი შემომავალი და გამავალ კორესპონდენციაზე. (დოკუმენტები, წერილები, ფაქსები, ელ-ფოსტის წერილები)
** დირექტორის ცალკეული დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება.
** სამუშაო გამოცდილება: 1-დან 3 წლამდე.
** რუსული და ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა, სრულყოფილი წერილობითი უნარ-ჩვევები.

სამუშაოს განრიგი: არასრული
ხელფასი: 400 ლარი

რეზიუმე ფოტოსურათით გამოგზავნეთ მისამართზე: mariam.matureli@np-int.com და შეტყობინების სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე