კონკურსი პროექტის შეფასებისათვის
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კონკურსი პროექტის შეფასებისათვის
მომწოდებელი: ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო
გამოქვეყნდა: 6 ოქტ / ბოლო ვადა: 20 ოქტ
თანდართული ფაილი: 154889-osgf-tor.zip
ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო" აცხადებს კონკურსს პროექტის შეფასებისათვის.

კონკურსი ცხადდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება ბავშვთა უფლებების დაცვისათვის საქართველოში" ფარგლებში, საგრანტო ხელშეკრულების NEAR-TS/2015/369-105 საფუძველზე.

სამუშაოს დეტალური აღწერილობა იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

** განაცხადი (ორგანიზაციის შემთხვევაში - ორგანიზაციის ხელმძღვანელის სახელი და გვარი სრულად, ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდი, ბეჭედი, ხელმოწერა, თარიღი);
** ხელმოწერილი განაცხადი ინტერესთა კონფლიქტის არქონის შესახებ;
** ექსპერტის (ექსპერტთა) ბიოგრაფიები შესაბამისი გამოცდილების მითითებით;
** დეტალური ბიუჯეტი;
** სფეროს ორი ექსპერტის/რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი და ელექტრონული ფოსტა)
** ცნობა, რომ პირს (ორგანიზაციის შემთხვევაში) არ აქვს დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ და არ მიმდინარეობს რეორგანიზაცია/ ლიკვიდაცია.

განსახილველი საკონკურსო მასალა წარმოდგენილი უნდა იქნას ფონდი "ღია საზოგადოება- საქართველო"-ს ოფისში, ჭოველიძის ქუჩა, # 10, 2017 წლის 20 ოქტომბრის, 17:00-მდე.

საკონტაქტო პირი:

ნინო ფარიზოვა 577 05 20 67
ninof@osgf.ge
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე