პროექტების მართვის 2 დღიან ტრენინგი
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პროექტების მართვის 2 დღიან ტრენინგი
მომწოდებელი: ბიზნეს-განათლების ცენტრი KEY
გამოქვეყნდა: 6 ოქტ / ბოლო ვადა: 9 ნოე
თანდართული ფაილი: 154874-Training Application.zip
ბიზნეს-განათლების ცენტრი KEY გთავაზობთ პროექტების მართვის 2 დღიან ტრენინგს საზოგადოებრივი კომუნიკაციების კვლევისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელთან, ანალიტიკოს არჩილ გამზარდიასთან.

კურსის მიმდინარეობისას განხილული იქნება პროექტის ინიცირების, დაგეგმვის, შესრულების, კონტროლისა და დასრულების ეტაპები და თითოეულის წარმატებით განხორციელებისთვის საჭირო სამუშაოები, პროექტისთვის წინასწარ განსაზღვრული სპეციფიკური მიზნების მიღწევისა და დადგენილი კრიტერიუმების დაკმაყოფილების მიზნით.

მსმენელები გამოიმუშავებენ მართვისთვის საჭირო აუცილებელ უნარ-ჩვევებს, შეიმუშავებენ ოპტიმალურ მენეჯერულ სტრატეგიებს პროექტის მიზნების მისაღწევად, გარკვეული შეზღუდვების (ბიუჯეტი, დრო და ა.შ.) არსებობის პირობებში.

სასწავლო კურსის მიზანია, ტრენინგის მონაწილეებმა შეძლონ:

** ღონისძიებების დაგეგმვა;
** პროექტის შინაარსის მართვა;
** მართვისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება და დახვეწა;
** დროის მართვის ძირითადი პრინციპების გააზრება;
** მართვის უნარ-ჩვევების გამოყენება პროექტების განხორციელების პროცესში.

კურსი განკუთვნილია:

** სტუდენტებისთვის;
** დაინტერესებული სპეციალისტებისთვის;
** კვალიფიკაციის ამაღლების სურვილის მქონე სპეციალისტებისთვის;
** მენეჯერებისთვის.

სასწავლო კურსის შინაარსი:

** პროექტის კონცეფციის შექმნა;
** პროექტის დაგეგმარება;
** ღონისძიებების კრეატივი;
** პროექტის შინაარსის მართვა;
** სცენარიზება;
** დროის მართვა ღონისძიებების დაგეგმვა-წარმართვისას;
** სცენარიზება;
** განხორციელების ინსტრუმენტები და მეთოდები;
** ორგანიზაციული ჯგუფის შექმნა;
** ადამიანური რესურსების მართვა პროექტების განხორციელებაში;
** განხორციელება;
** მონიტორინგი და შეფასება.

ტრენინგის შემდეგ მსმენელები შეძლებენ:

** დროის მართვის ძირითადი პრინციპების გააზრებას;
** მართვისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და დახვეწას;
** პროექტის შინაარსის მართვას;
** ღონისძიებების დაგეგმვას;
** შეძენილი უნარ-ჩვევების გამოყენებას პროექტების განხორციელების პროცესში.

კურსის ხანგრძლივობა: 6 საათი (2 დღე)
ტრენინგები ჩატარდება: შაბათ-კვირას 14:00 საათზე (თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა 3 საათი)
ტრენინგ-კურსის ღირებულება: 200 ლარი.

ტრენინგზე რეგისტრაციისთვის გამოგზავნეთ შევსებული სააპლიკაციო ფორმა ელ.ფოსტაზე trainings@beckey.ge 2017 წლის 9 ნოემბრის ჩათვლით.

მის: ელიზბარ მინდელის ქ. N3 (ნუცუბიძის N223)
ტელ: +995 599 32 36 50
Facebook: https://www.facebook.com/eduKEYit/
Web: http://www.beckey.ge
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე