ტენდერი ავტოტრანსპორტის საშემფასებლო მომსახურებაზე
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტენდერი ავტოტრანსპორტის საშემფასებლო მომსახურებაზე
მომწოდებელი: დაზღვევის კომპანია ქართუ
გამოქვეყნდა: 6 ოქტ / ბოლო ვადა: 31 ოქტ
სს "სადაზღვევო კომპანია ქართუ" აცხადებს ტენდერს ავტოტრანსპორტის (მათ შორის სპეც. ტექნიკის) საშემფასებლო მომსახურების შეძენაზე

მოვალეობები:

** ავტოსაგზაო შემთხვევის, უბედური, სტიქიური ან სხვა მოვლენის შედეგად დაზიანებული ავტოტრანსპორტის, მათ შორის სპეც. ტექნიკის, მოტოციკლის, სკუტერის, მისაბმელების, ტრეილერის საბაზრო ღირებულების შეფასება;
** ავტოტრანსპორტის სათადარიგო ნაწილების საბაზრო ღირებულების შეფასება;
** ავტოტრანსპორტის აქსესუარების საბაზრო ღირებულების შეფასება;
** დაზიანებული ავტოტრანსპორტის აღდგენითი ღირებულების შეფასება
** შესაფასებელი ობიექტის ადგილზე დათვალიერება და დასურათება
** წერილობითი შეფასების შედგენა და კომპანიისათვის წარდგენა დათვალიერებიდან 2-3 დღის ვადაში

მოთხოვნები:

** მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება მოცემულ სფეროში
** კომპანიის თანამშრომელთა (შემფასებელთა) სათანადო კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატების, დიპლომების და ლიცენზიების არსებობა
** თუ ფიქრობთ, რომ თქვენი კომპანია შეესაბამება ჩვენი კომპანიის მოთხოვნებს და შესწევს ჩვენს მიერ განსაზღვრული მოვალეობების შესრულების უნარი, გთხოვთ, თქვენი შეთავაზებები მოგვაწოდოთ დალუქული კონვერტით მისამართზე: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. #39ა, პირველი სართული.

მონაწილე კომპანიამ უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

** სადამფუძნებლო დოკუმენტები (ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან)
** ლიცენზიების და სერტიფიკატების ასლები
** წინადადება მომსახურების ტარიფების და ანგარიშსწორების წესების მითითებით
** საკონტაქტო ინფორმაცია

სატენდერო წინადადების შემოტანა შესაძლებელია ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა 10:00-დან 18:00-მდე, 2017 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით.

დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ელ. ფოსტის მისამართზე: info@cartuinsurance.ge

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე