პროექტის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პროექტის მენეჯერი
მომწოდებელი: გამომცემლობა პალიტრა L
გამოქვეყნდა: 6 ოქტ / ბოლო ვადა: 27 ოქტ
"პალიტრა მედია ჰოლდინგი" -ის წევრი კომპანია "გამომცემლობა პალიტრა L" აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის პოზიციაზე.

"გამომცემლობა პალიტრა L" დაარსდა 2005 წელს, დღეს კი ქართულ საგამომცემლო სივრცეში ყველაზე დიდ და წარმატებულ გამომცემლობას წარმოადგენს.

გამომცემლობა აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო გამოფენებსა და ფესტივალებში; თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან გამომცემლობებსა და სააგენტოებთან, როგორებიცაა: Desney, HarperCollins, Penguin Random House და სხვა. პალიტრა L - მა განახორციელა ისეთი მნიშვნელოვანი, ინოვაციური და მასშტაბური პროექტები, როგორიცაა : "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ", "საქართველოს ილუსტრირებული ისტორია", "ლიბერთინსი", "ლურჯი ოკეანე" და სხვა. "პალიტრა L " წლის განმავლობაში 400-ზე მეტი დასახელების სხვადასხვა ჟანრის, ქართველი და უცხოელი ავტორის წიგნს გამოსცემს.

მოვალეობები:

** პროექტების შერჩევა, ავტორებთან, უცხოელ გამომცემლებთან ურთიერთობა, საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა;
** გამოცემისთვის დამახასიათებელი ეტაპების მართვა/კონტროლი (საავტორო უფლებების მოპოვება, მთარგმნელის მოძიება, სარედაქციო, ფინანსური და იურიდიული საკითხების მოგვარება);
** გამოცემების პრომოუშენის დაგეგმვა მარკეტინგის სამსახურთან ერთად;
** გამოცემის ქსელში გასვლის შემდგომი რეალიზაციის ზედამხედველობა/მონიტორინგი გავრცელების არხების ჭრილში და ნაშთების კონტროლი გაყიდვების სამსახურთან ერთად.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება პროექტის მენეჯმენტის მიმართულებით;
** ენების ცოდნა (ქართული, ინგლისური; რუსული);
** საოფისე პროგრამების ცოდნა (ვორდი, ექსელი, ფოტოშოპი).

პიროვნული მახასიათებლები:

** მოტივირებული და განვითარებაზე ორიენტირებული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** აქტიური და კომუნიკაბელური;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

პირობები:

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი პარასკევი - 09:30-18:30
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, იოსებიძის # 49

დაინტერესებული პირები, განაცხადის შემოსატანად და რეზიუმეს ასატვირთად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: http://hr.palitra.ge/vacancy/0xa1d6c86000d1d82911e7aa78a7b87c5b ან გამოაგზავნეთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: vacancy@palitra.ge

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 27 ოქტომბერი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე