საინფორმაციო ოფიცერი - ახალციხე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საინფორმაციო ოფიცერი - ახალციხე
მომწოდებელი: ვითიბი ბანკი
გამოქვეყნდა: 6 ოქტ / ბოლო ვადა: 20 ოქტ
სს "ვითიბი ბანკი ჯორჯიას" თბილისის ფილიალი აცხადებს საინფორმაციო ოფიცრის ვაკანსიას.

სამუშაო ადგილი: ახალციხე
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 20.10.2017

ძირითადი მოვალეობები:

საინფორმაციო ოფიცრის მოვალეობებში შედის ბანკში შემოსული კლიენტების დახვედრა, დაკვალიანება, საჭიროების შემთხვევაში რიგის ნომრის მინიჭება, კლიენტების შეკითხვებზე პასუხის გაცემა და პირველადი ინფორმირება ბანკში არსებული პროდუქტებისა და სერვისების შესახებ. საინფორმაციო ოფიცრის მიზანია, რომ მომხმარებლის ვიზიტი ბანკში იყოს მაქსიმალურად სწრაფი, კომფორტული და სასიამოვნო.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
** სასურველია მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება
** რუსული და ინგლისური ენების ფლობა
** სხვა უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა

უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** თავაზიანი
** გაწონასწორებული
** სხარტი აზროვნების უნარი
** სასიამოვნო გარეგნობა

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ არაუგვიანეს 2017 წლის 20 ოქტომბრისა შეავსოთ განაცხადის ფორმა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე