მარაგების კონტროლის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მარაგების კონტროლის სპეციალისტი
მომწოდებელი: თბილისის ცენტრალური საავადმყოფო
გამოქვეყნდა: 6 ოქტ / ბოლო ვადა: 6 ნოე
თბილისის ცენტრალური საავადმყოფო აცხადებს ვაკანსიას მარაგების კონტროლის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ლუბლიანას ქ. # 5;
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** განყოფილებების სამედიცინო და სახარჯი მასალების ხარჯებისა და ნაშთების კონტროლი ყოველდღიურად;
** გეგმიური ინვენტარიზაციის განხორციელება;
** ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი ზომების მიღება ოპტიმალურ ვადებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია, სამედიცინო განათლება);
** იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 (ერთი) წლიანი გამოცდილება;
** სასურველია, აფთიაქში მუშაობის მინიმუმ 1 (ერთი) წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების კარგი ცოდნა;
** MS Office-ს კარგი ცოდნა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მოწესრიგებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობა.

თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში კანდიდატის მიერ წარდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია შესარჩევი სიის მომზადება და შემდგომ დასაქმებისთვის განხილვა. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ მითითებული მიზნისთვის და არ მოხდება თქვენი თანხმობის გარეშე მესამე პირებთან გადაცემა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@vivomedical.ge და გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. დაკავშირება მოხდება შესაბამის კანდიდატებთან.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 06.11.2017.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე