კონსულტანტ-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კონსულტანტ-ოპერატორი
მომწოდებელი: ლთბ
გამოქვეყნდა: 6 ოქტ / ბოლო ვადა: 6 ნოე
კომპანია "ელთიბი" , ავეჯის მასალების და აქსესუარების ლიდერი იმპორტიორი კომპანია, აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტ-ოპერატორის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის და მომსახურების შეთავაზება;
** კლიენტის საჭიროებების დადგენა;
** ავეჯის მასალების ზომებში მოყვანამდე განშლის გაკეთება და ნაშთების გადამოწმება;
** მომსახურების თარიღის განსაზღვრა და კლიენტის ინფორმირება;
** ფასდაკლების შეთავაზება და შესაბამისად რეგისტრაცია;
** მომხმარებლის მიერ არჩეული პროდუქციის და მომსახურების პროგრამული ასახვა;
** ავეჯის მექანიზმების ტექნიკური მახასიათებლების შესწავლა;
** პროდუქციის გამოყენების შესახებ რეკომენდაციების გაცემა;
** გაყიდვების ზრდასთან და მომსახურების განვითარებასთან დაკავშირებით ინიციატივების გამოვლენა.

ძირითადი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** ტექნიკური განათლება;
** ნახაზებთან მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
** დისციპლინირებულობა;
** აზრის გასაგებად და არგუმენტირებულად გადმოცემის უნარი.

ანაზღაურება: 600 ლარი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე(CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ltb.ge და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "კონსულტანტ-ოპერატორი".

კომპანია ელთიბი-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია ელთიბის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

გისურვებთ წარმატებებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე