საწყობის/საწარმოს დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საწყობის/საწარმოს დამხმარე
მომწოდებელი: ლთბ
გამოქვეყნდა: 6 ოქტ / ბოლო ვადა: 6 ნოე
კომპანია "ელთიბი" წარმოადგენს ავეჯის მასალების იმპორტიორ ლიდერ კომპანიას. კომპანია "ელთიბი"-ს აქვს საკუთარი მაღაზიები/მომსახურება და საქართველოს მასშტაბით დილერთა ფართო ქსელი, სადაც წარმოდგენილია მრავალფეროვანი და ხარისხიანი ასორტიმენტი. კომპანია ორიენტირებულია კლიენტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებაზე.

კომპანია "ელთიბი" (ავეჯის მასალები და აქსესუარები) აცხადებს მიღებას საწყობის/საწარმოს დამხმარის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მიღებული საქონლის დასაწყობება;
** საწყობში შეკვეთის მომზადება;
** გაყიდული პროდუქციის კლიენტის მანქანასთან მიწოდება;
** საწყობის აღწერაში მონაწილეობის მიღება;
** საწარმოში შემოსული ავეჯის მასალების გადმოტვირთვა/საწარმოსთვის მიწოდება
** დანადგარებთან მომუშავე ხელოსნების დახმარება.

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე (ფიზიკურ სამუშაოზე) მუშაობის გამოცდილება;
** მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა;
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა.

ანაზღაურება: 600 ლარი.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, 09:30-დან 18:30 საათამდე.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ltb.ge და სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "საწყობის/საწარმოს დამხმარე", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ იქნება განხილული.

გისურვებთ წარმატებებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე