ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების ექსკლუზიური კურსი
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების ექსკლუზიური კურსი
მომწოდებელი: ბიზნეს-განათლების ცენტრი KEY
გამოქვეყნდა: 6 ოქტ / ბოლო ვადა: 6 ნოე
თანდართული ფაილი: 154786-Training Application.zip
ბიზნეს-განათლების ცენტრი KEY გთავაზობთ ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების (IFRS) ექსკლუზიურ კურსს.

სასწავლო კურსის მიმდინარეობისას მსმენელებს საშუალება ექნებათ, მოქმედებაში განიხილონ ფინანსური ანგარიშგების ძირითადი სტანდარტები, რეალურ ქეისების საფუძველზე, მიუსადაგნონ ისინი კომპანიების საქმიანობის პროცესში წარმოქმნილ სიტუაციებს და მოამზადონ ფინანსური ანგარიშგება IFRS ძირითადი მოთხოვნებისა და დაშვებების გათვალისწინებით.

სასწავლო კურსს გაუძღვება აღრიცხვა-აუდიტის სფეროში მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების მქონე IFRS / IAS ტრენერი, Grant Thornton Georgia-ს ბიზნეს-პროცესების აუთსორსინგის განყოფილების ხელმძღვანელი პაატა შურღაია.

სასწავლო კურსის მიზანია:

მისცეს მსმენელს ღრმა და სისტემური ცოდნა ფინანსური აღრიცხვის სფეროში, რაც გულისხმობს ფინანსური ანგარიშგების მომზადებასა და წარდგენას ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ძირითადი დაშვებებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით.

კურსი განკუთვნილია:

** დამწყები და კვალიფიციური ბუღალტრებისთვის;
** აუდიტორების, ფინანსისტებისა და ანალიტიკოსებისთვის.

სასწავლო კურსის შინაარსი:

** ბასს 1 - ფინანსური ანგარიშგების წარდგენა;
** ბასს 7 - ფულადი ნაკადების ანგარიშგება;
** ბასს 2 - სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები;
** ბასს 16 - ძირითადი საშუალებები;
** ბასს 38 - არამატერიალური აქტივები;
** ბასს 37 - ანარიცხები, პირობითი ვალდებულებები და პირობითი აქტივები;
** ბასს 36 - აქტივების გაუფასურება;
** ბასს 17 - იჯარა;
** ბასს 10 - საანგარიშგებო პერიოდის შემდგომი მოვლენები.

სასწავლო კურსზე დაშვების წინაპირობა:

** მსმენელებს გავლილი უნდა ჰქონდეთ ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლები.
** რეკომენდებულია სფეროში პრაქტიკული გამოცდილების ქონა.

ტრენინგის მოსალოდნელი შედეგები:

ტრენინგის შემდეგ მსმენელები შეძლებენ:

** ფინანსური აღრიცხვის საგნის საფუძვლიან გააზრებას საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით;
** სტანდარტების მოთხოვნების სიღრმისეულ გაცნობიერებას კომპანიის პროცესებთან/ოპერაციებთან მიმართებაში;
** ფინანსური ანგარიშების წარმოებასა და წარდგენას დაინტერესებული მხარეებისათვის;
** აქტივების, ვალდებულებებისა და საკუთარი კაპიტალის კომპონენტების სიღრმისეულ ანალიზს ინვესტიციების გაზრდის მიზნით.
** კომპანიის ფინანსური ანგარიშგების სიღრმისეული ანალიზის ჩატარებას.

კურსის ხანგრძლივობა: 20 საათი (1 თვე)
ტრენინგები ჩატარდება: ოთხშაბათს და შაბათს 19:00 საათზე (თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა 2,5 საათი)
ტრენინგ-კურსის ღირებულება: 500 ლარი.

ტრენინგზე რეგისტრაციისთვის გამოგზავნეთ შევსებული სააპლიკაციო ფორმა ელ.ფოსტაზე trainings@beckey.ge 2017 წლის 4 ნოემბრის ჩათვლით.

მის: ელიზბარ მინდელის ქ. N3 (ნუცუბიძის N223)
ტელ: +995 599 32 36 50
Facebook: https://www.facebook.com/beckey.ge/?pnref=lhc
Web: http://www.beckey.ge
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე