კურსი - მოგების გადასახადის ახალი ესტონური მოდელი
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კურსი - მოგების გადასახადის ახალი ესტონური მოდელი
მომწოდებელი: ბიზნეს-განათლების ცენტრი KEY
გამოქვეყნდა: 6 ოქტ / ბოლო ვადა: 6 ნოე
თანდართული ფაილი: 154785-Training Application.zip
ბიზნეს-განათლების ცენტრი KEY გთავაზობთ 2 დღიან ტრენინგს თემაზე: მოგების გადასახადის ახალი ესტონური მოდელი.

კურსის მიმდინარეობისას განხილული იქნება მოგების გადასახადის ახალი მოდელის ფუნდამენტური პრინციპები.

სასწავლო პროგრამა შედგენილია იმგვარად, რომ ლექციის, პრაქტიკული ამოცანებისა და რეალური ქეისების განხილვის საფუძველზე, მსმენელებმა შეძლონ პარალელების გავლება მოგების გადასახადის ძველ და ახალ (ესტონურ) მოდელებს შორის და განსაზღვრონ თითოეულის უპირატესობები და ნაკლოვანებები. თითოეული ტრენინგ-სესიის ბოლო 20 წუთი დაეთმობა ინტერაქტივს, დებატებსა და კითხვა-პასუხს მსმენელებსა და ტრენერს შორის.

სასწავლო კურსს გაუძღვება Grant Thornton Georgia-ს ბიზნეს-პროცესების აუთსორსინგის განყოფილების ხელმძღვანელი პაატა შურღაია.

სასწავლო კურსის მიზანი: მსმენელებისთვის მოგების გადასახადის ახალი ესტონური მოდელის მოქმედებაში გაცნობა.

კურსი განკუთვნილია:

** დამწყები და კვალიფიციური ბუღალტრებისთვის;
** საგადასახადო კონსულტანტებისთვის;
** ფინანსისტებისა და ანალიტიკოსებისთვის.

სასწავლო კურსის შინაარსი:

** მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი;
** დაბეგვრის სტრუქტურა;
** მოგების გადასახადის გადამხდელები;
** პირები, რომლებსაც ეხება მოგების გადასახადის ახალი მოდელი;
** მოგების გადასახადის ჩათვლა;
** დისკუსია პრობლემური საკითხების გარშემო;
** დეკლარაციის შევსების სიმულაციები მოგების გადასახადის ახალი მოდელის საფუძველზე.

სასწავლო კურსზე დაშვების წინაპირობა: მსმენელებს გავლილი უნდა ჰქონდეთ ბუღალტრული აღრიცხვისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის საფუძვლები.

ტრენინგის მოსალოდნელი შედეგები:

ტრენინგის შემდეგ მსმენელები შეძლებენ:

** მოგების გადასახადის ახალი მოდელის კონცეფციის არსის გაგებას;
** ესტონური მოდელის ძირითადი პრინციპების, უპირატესობებისა და ნაკლოვანებების გაანალიზებას;
** მოგების გადასახადის ახალი მოდელის მიხედვით ბიუჯეტთან ანგარიშსწორებას კანონმდებლობის შესაბამისად.

კურსის ხანგრძლივობა: 6 საათი (2 დღე)
ტრენინგები ჩატარდება: ხუთშაბათს და პარასკევს 19:00 საათზე (თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა 3 საათი)
ტრენინგ-კურსის ღირებულება: 120 ლარი.
ტრენინგზე რეგისტრაციისთვის გამოგზავნეთ შევსებული სააპლიკაციო ფორმა ელ.ფოსტაზე trainings@beckey.ge 2017 წლის 4 ნოემბრის ჩათვლით.

მის: ელიზბარ მინდელის ქ. N3 (ნუცუბიძის N223)
ტელ: +995 599 32 36 50
Facebook: https://www.facebook.com/eduKEYit/?pnref=lhc
Web: http://www.beckey.ge
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე