დამწყები ბუღალტრის მოსამზადებელი კურსი - ბათუმი
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: დამწყები ბუღალტრის მოსამზადებელი კურსი - ბათუმი
მომწოდებელი: ევროპის აკადემიური ცენტრი
გამოქვეყნდა: 6 ოქტ / ბოლო ვადა: 6 ნოე
საერთაშორისო ორგანიზაცია "ევროპის აკადემიური ცენტრი" ქ. ბათუმში აცხადებს მიღებას დამწყები ბუღალტრის მოსამზადებელ კურსზე, ყველა კვლევით ეს არის ამ რეგიონში ყველაზე მოთხოვნადი და საჭირო პროფესია, რომელსაც შეუძლია დაეუფლოს ნებისმიერი პროფესიისა და ასაკის პიროვნება.

ბათუმის ევროპული ცენტრი ყველა წარმატებულ კურსდამთავრებულ დამწყებ ბუღალტერს გაატარებს სტაჟირებას პარნიორ ორგნიზაციებში.

"ევროპის აკადემიაური ცენტრი" ფლობს ISO სერტიფიკატს ტრენინგებისა და პროფესიული გადამზადების კურსების შემუშავება განხორციელებაში. ჩვენ ორიენტირებულები ვართ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სწავლებაზე. ამასთანავე, მუდმივად ვთანამშრომლობთ დამსაქმებელთა კორპუსთან, რათა შევისწავლოთ მათი მოთხოვნები და შევძლოთ ამ მოთხოვნების პრაქტიკული რეალიზაცია.

პროგრამა განკუთვნილია ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების, საგადასახადო დაბეგვრის და საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამის შესწავლით დაინტერესებული პირებისათვის.

პროგრამა ითვალისწინებს შემდეგი საგნების შესწავლას:

** ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგება;
** ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლები;
** გადასახადები;
** საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამა Oris.

სწავლება მიმდინარეობს ინტერაქტიული ფორმით, რომელიც მოიცავს:

** თეორია + პრაქტიკა;
** ქეისების განხილვა.

კურსის ხანგრძლივობაა 3 თვე (72 საათი);
გრაფიკი: კვირაში 3 დღე, 2 საათი.
კურსის ღირებულება: 500 ლარი.
სწავლა იწყება ჯგუფებში რეგისტრაციის მიხედვით, ყოველი თვის 15 რიცხვამდე.

კურსი გულისხმობს შუალედურ და საბოლოო სასერტიფიკატო გამოცდას. კურსდამთავრებულებზე გაიცემა ოფიციალური სერტიფიკატი.

რეგისტრაციისათვის შეავსეთ განაცხადის ფორმა: https://goo.gl/6Dm2MH

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

ქ. თბილისი, კოსტავას 67
ტელ: (+995 32) 2 238 234; 599 334 700

ქ. ქუთაისი, წერეთლის ქ. 13 (ქუთაისის უნივერსიტეტის პირველი სართული)
ტელ: (+995 431) 236060, 598 802227

ქ. ბათუმი, ჯავახიშვილის 3ა
ტელ: (+995 422) 293 293, 592700066

ვებ-გვერდი: http://www.pdcgeo.ge
ელ-ფოსტა: info@pdcgeo.ge
Facebook: https://www.facebook.com/www.pdcgeo.ge.Tbilisi
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე