ვებ ტექნოლოგიების ჯგუფის პროგრამისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ვებ ტექნოლოგიების ჯგუფის პროგრამისტი
მომწოდებელი: ახალი ქსელები
გამოქვეყნდა: 6 ოქტ / ბოლო ვადა: 5 ნოე
შპს "ახალი ქსელები" წარმოადგენს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის კერძო ოპერატორს საქართველოში. იგი თანამშრომლობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვან სატელეკომუნიკაციო კომპანიებთან. კომპანია დაარსდა 1996 წლის 2 აგვისტოს. მისი ძირითადი პრიორიტეტია მომხმარებელს მიაწოდოს კავშირის მაღალი ხარისხი და მომსახურების ფართო სპექტრი.

შპს "ახალი ქსელები" აცხადებს ვაკანსიას საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის ვებ ტექნოლოგიების ჯგუფის პროგრამისტის პოზიციაზე:

ძირითადი მოვალეობები:

** საჭირო კომპიუტერული პროგრამების შექმნის დაგეგმვა და შესრულება;
** პროგრამების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** თანამშრომელთათვის და ორგანიზაციული დანაყოფისთვის საჭირო პროგრამული მოდულების შექმნა.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება პროგრამირების მიმართულებით;
** Java (Spring framework(, Javascript (JQuery, ExtJS) და HTML/CSS (Bootstrap framework)-ის ცოდნა;
** რუსული და ინგლისური (ტექნიკური დოკუმენტაციის გარჩევა) ენების ცოდნა;
** აუცილებელი უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** დროის მართვის უნარი;
** რამდენიმე ამოცანაზე პარალელურად მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

** აპლიკაციების მიღება/გადარჩევა;
** გასაუბრება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, CV ფოტოსურათით გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vacancy@ak.ge და გთხოვთ, შესაბამის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიისთვის განკუთვნილ მოთხოვნებს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე