მიმტანი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მიმტანი - ბათუმი
მომწოდებელი: სასტუმრო შერატონი
გამოქვეყნდა: 6 ოქტ / ბოლო ვადა: 6 ნოე
"სასტუმრო შერატონი" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის თანამდებობაზე.

202 ნომრიანი სასტუმრო "შერატონ ბათუმი" აჭარის რეგიონში გახსნილი პირველი საერთაშორისო კლასის ბრენდირებული სასტუმროა. ის მდებარეობს ქალაქის შუაგულში, ბათუმის ცნობილი ბულვარის გვერდით, 5-10 წუთის ფეხით სავალ მანძილზე ძველი ქალაქიდან და 15 წუთის სავალ მანძილზე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან და ცენტრალური რკინიგზის სადგურიდან. "შერატონ ბათუმში" 43 სუიტია, მათ შორის პენთჰაუსი, საიდანაც 360 გრადუსით იშლება შავი ზღვის და ბათუმის ულამაზესი ხედები.

750 კვადრატულ მეტრიანი გამაჯანსაღებელი ცენტრი "შერატონ შაინ" მოიცავს დახურულ და ღია აუზებს, ჯაკუზის, საუნას, ორთქლის ოთახს, ფიტნეს ცენტრსა და თურქულ ჰამამს.
სასტუმრო მე-20 სართულზე განთავსებული "360 სქაი ბარი და რესტორანი" ერთადერთი სასტუმრო ბარი და რესტორანია ბათუმში 360 გრადუსიანი პანორამით. უბადლო ადგილი სადაც სტუმრებს შეუძლიათ ისიამოვნოთ ექსკლუზიური კოქტეილებით, პრემიუმ კლასის ქართული ღვინოებითა და დახვეწილი კერძებით ლაუნჯის ან გრილ-მენიუდან.

სასტუმროს გარე აუზთან მდებარე ლაუნჯ ბარ "ჟასმინში" სტუმრებს შეუძლიათ ისიამოვნონ ლანჩით და სადილით, დააგემოვნონ პრემიუმ კლასის სასმელები, კოქტეილები, ახლადდაწურული წვენები და განიტვირთონ აუზის ირგვლივ გაშენებულ ულამაზეს ბაღში. სასტუმროს საბანკეტო დარბაზი ყველაზე დიდია ბათუმში არსებულ დარბაზებს შორის, ის 1000 კვადრატული მეტრია და იდეალური ადგილია ქორწილებისა და კორპორატიული ღონისძიებებისთვის. სასტუმროში ასევე 6 სხვადასხვა სიდიდის საკონფერენციო დარბაზებია, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე აუდიო/ვიზუალური ტექნიკით.

თანამდებობის მიზანი:

კვებისა და სასმელების განყოფილების ობიექტებში შემოსული სტუმრის სწრაფი და ეფექტური მომსახურება, კერძების შემოთავაზება და საჭიროების შემთხვევაში ახსნა. მუშაობა ცვლებში კვებისა და სასმელების განყოფილების ყველა ობიექტზე, მათ შორის მინი ბარსა და ოთახის კვების მომსახურების განყოფილებაში.

ძირითადი საქმიანობა:

** სტუმრის სწრაფი და ეფექტური მომსახურება შერატონის სტანდარტების მიხედვით
** გუნდის წევრების მხარდაჭერა და ხელმძღვანელობა
** განვითარების სურვილი
** დაკისრებული მოვალეობის ვადაში შესრულების უნარი
** დროდადრო წამოჭრილი უმნიშვნელო პრობლემების დამოუკიდებლად გადაწყვეტის უნარი
** სასიამოვნო და დადებითი პროფესიონალური გარემოს შექმნა
** პასუხისმგებლობა სამზარეულოსა და საკვების მოსამზადებელი ტერიტორიების სისუფთავეზე
** მაღალი ხარისხის გენერალური დასუფთავების უზრუნველყოფა კვების განყოფილების ობიექტზე

ყველა დაინტერესებულ კანდიდატს შეუძლია CV გამოგზავნოს შემდეგ მისამართზე: natia.stambolishvili@sheraton.com და გთხოვთ, მიუთითოთ წერილის სათაურში ვაკანსიის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე