კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: უნიმედი
გამოქვეყნდა: 5 ოქტ / ბოლო ვადა: 30 ნოე
საქართველოში ევროპული და ამერიკული ცნობილი ბრენდების წარმომადგენელი კომპანია შპს "უნიმედი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

ფუნცქია/მოვალეობები:

** კორპორატიული კლიენტების მოძიება, მათი მოთხოვნების შესწავლა;
** არსებულ კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობების შენარჩუნება;
** ყოველდღიური ვიზიტები ექიმებთან, კლინიკებში, აფთიაქებში.
** პრეზენტაციების, მრგვალი მაგიდების, კონფერენციების მომზადება, ორგანიზება, ჩატარება.
** ყოველდღიური, ყოველკვირეული სამუშაოს დაგეგმარება-რეპორტინგი.
** გაყიდვების გასაზრდელად აქტივობების, ღონისძიებების მოფიქრება, დამუშავება, დანერგვა.
** პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის მართვა;
** სადაზღვევო ბაზარზე მიმდინარე პროცესების შესწავლა და ანალიზი
** შეთავაზებების სპეციალური ფორმის შემუშავება და კლიენტებისთვის შესაბამისი პრეზენტაციების მომზადება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (აუცილებელია სამედიცინო)
** გაყიდვების/მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა;
** სასურველია, კანდიდატს ჰყავდეს ავტომობილი (მცირელიტრაჟიანი) და ჰქონდეს მართვის მოწმობა: B კატეგორია;

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელურობა და სხვადასხვა ტიპის ადამიანებთან ურთიერთობის უნარი;
** ორგანიზებულობა და მაღალ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
** გამართული და დახვეწილი მეტყველება;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი.
** მაღალი სამუშაო მოტივაცია, აქტივობა და ოპერატიულობა, პუნქტუალობა, დროის მენეჯმენტი.
** გუნდური მუშაობის, ანალიტიკური აზროვნების უნარი და კრეატიულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;

საგამოცდო პერიოდი: 3 თვე.
საწყისი ანაზღაურება საგამოცდო პერიოდში დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებზე.
საგამოცდო პერიოდის შემდეგ კი ანაზღაურება ზრდადია.
ყოველთვიური და კვარტალური პრემიალური სისტემა დამოკიდებული იქნება გაყიდვების შედეგებზე)

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV (ქართულ ენაზე) ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: cv@unimedi.ge 2017 წლის 30 ნოემბრამდე.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე