მძღოლი - გორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მძღოლი - გორი
მომწოდებელი: ბი.აი.ჯი.
გამოქვეყნდა: 5 ოქტ / ბოლო ვადა: 20 ოქტ
მიკროსაფინანსო სფეროს ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაცია, ბი აი ჯი, 2008 წლიდან წარმატებით ახორციელებს მიკრო და მცირე მეწარმეების განვითარების მხარდაჭერას, მათზე მორგებული დაფინანსების და მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზების გზით. ბი აი ჯი გთავაზობთ კარიერული განვითარებისა და პროფესიული ზრდის საუკეთესო შესაძლებლობას.

პოზიცია: მძღოლი
სამუშაო ადგილი: გორი
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის თანამშრომლების უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა;
** დოკუმენტების ტრანსპორტირება და ადრესატზე ჩაბარების უზრუნველყოფა;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მოთხოვნილი დავალებების (თანამშრომელთა გადაადგილება, ტვირთის, დოკუმენტების გადატანა) დროული და ოპერატიული შესრულება;
** მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალების შესრულება.

მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა (B კატეგორია).
** ავტომანქანის მართვის მინიმუმ 2 (ორი) წლიანი გამოცდილება;
** სასურველია, იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 (ერთი) წლიანი გამოცდილება.
** აუცილებელია, გამართულ მდგომარეობაში მყოფი საკუთარი ავტომობილის ყოლა.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** მოწესრიგებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ წარმოადგინოთ რეზიუმე შემდეგ ელ-მისამართზე: HR@big.com.ge "subject"-ის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - მძღოლი. სხვა შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 2017 წლის 20 ოქტომბერი.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს მისო "ბი აი ჯი"-სთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს მისო "ბი აი ჯი"-მ შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს მისო "ბი აი ჯი"-მ შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: HR@big.com.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: (0322 950 950). გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს მისო "ბი აი ჯი"-სთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს მისო "ბი აი ჯი"-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც შპს მისო "ბი აი ჯი"-ში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე