ბრენდ მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ბრენდ მენეჯერი
მომწოდებელი: ჯიპისი
გამოქვეყნდა: 5 ოქტ / ბოლო ვადა: 5 ნოე
სს "ჯპს-ი" წარმოადგენს ჯანსაღი ცხოვრების ხელშემწყობ ერთ-ერთ ლიდერ ფარმაცევტულ კომპანიას საცალო და პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით.

"ჯიპისი" გამოირჩევა როგორც ინოვატორი და სტანდარტების დამამკვიდრებელი ბრენდი. იგი ორიენტირებულია განახორციელოს ისეთი პროექტები, რომელთა მიზანია საზოგადოების ჩართვა ჯანმრთელობაზე ზრუნვის პროცესში და მრავალფეროვანი საშუალებებით ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა. "ჯპს-ი" ცდილობს სრულად უზრუნველყოს თვისი მომხმარებლის მოთხოვნები, ამიტომაც, იგი არ შემოიფარგლება მხოლოდ სამკურნალო საშუალებების დისტრიბუციით და ყოველდღიურად აფართოვებს თავისი საქმიანობის არეალს.

ამჟამად "ჯპს-ი" აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
შტატი: სრული

ფუნქციები:

** ბაზრის კვლევა; კონკურენტების კვლევა და ანალიზი;
** ბრენდის განვითარების დაგეგმვა და ანალიზი; ბრენდის სასიცოცხლო ციკლის მართვა და განვითარება;
** ბრენდის პოზიციონირების სტრატეგიის შემუშავება / განვითარება;
** გაყიდვების ანალიზი;
** გაყიდვების გეგმების შედგენა, მონიტორინგი, სტიმულირება;
** მარაგების მართვა;
** მომწოდებლებთან ურთიერთობა და მოლაპარაკებების წარმოება; ხელშეკრულებების გაფორმება / განახლება; პროდუქციის შეკვეთების ფორმირება;
** ფასწარმოქმნის საკითხებთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავება;
** ბიუჯეტის შედგენა და მართვა.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია მარკეტინგის, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
** სასურველია, მინიმუმ 2 წელი ბრენდ მენეჯერის თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების კარგი ცოდნა, ფრანგული ენის ცოდნა ჩაითვლება დამატებით უპირატესობად;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
** მოლაპარაკებების წარმოებისა და დარწმუნების უნარი;
** ყურადღებიანი, მოწესრიგებული, დეტალებზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშობის უნარი.

თუ მზად ხართ იმუშოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი მონაცემები (CV და ფოტოსურათი) შემდეგ მისამართზე: vacancy@gepha.com გთხოვთ, შესაბამის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე