პროექტების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: LionsShare
გამოქვეყნდა: 5 ოქტ / ბოლო ვადა: 5 ნოე
"LionsShare" არის ქართულ-გერმანული კომპანია მობილური და ვებ აპლიკაციების განვითარების სფეროში. კომპანია მუშაობს ევროპულ ბაზარზე და ანვითარებს მაღალხარისხიან აპლიკაციებს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას პროექტების მენეჯერის თანამდებობაზე:

მდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: ხელფასი კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე

პასუხისმგებლობა:

** კლიენტების მიერ დასახული ამოცანის ანალიზი და პროექტის მიზნების დასახვა
** პროექტის დაგეგმარება, ვადების დადგენა, სპეციფიკაციის შედგენა, გუნდის ფორმირება და გუნდისთვის ამოცანის დადგენა
** კლიენტებთან ურთიერთობა
** პროექტის დოკუმენტაციის მართვა
** პროექტის მსვლელობის მონიტორინგი, შედეგების ტესტირება

პროფესიული და პირადი მოთხოვნები:

** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა, წერით და ვერბალურად
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება პროექტ მენეჯმენტის ან ტესტირების სფეროში
** სამუშაო გამოცდილება IT-სფეროში
** ანალიტიკური აზროვნება
** კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა, ორგანიზატორული ნიჭი
** კომპანიასთან ერთად მუდმივად განვითარებისა და ზრდის სურვილი

გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი აპლიკაცია და CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@app3null.com და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "Project Manager Georgian Office".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე