დემი შეფ დე პარტიე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: დემი შეფ დე პარტიე
მომწოდებელი: Stamba Hotel
გამოქვეყნდა: 5 ოქტ / ბოლო ვადა: 4 ნოე
აჭარა ჯგუფის ახალი წევრი, სასტუმრო "სტამბა" მაღალი სტანდარტის მომსახურებითა და ნომრებით სასტუმრო ინდუსტრიას ქართული სტუმართმოყვარეობის ახალ გამოცდილებას შემატებს. საბჭოთა ეპოქის სტამბის აღდგენილ შენობაში ხშირი სტუმრები იქნებიან ლოკალურ და საერთაშორისო ასპარეზზე მოღვაწე პოლიტიკის, ბიზნესისა და ხელოვნების სფეროების წარმომადგენლები. სტამბა იმეორებს მისი მოძმე სასტუმროების - Rooms Hotels - ხასიათს 21-ე საუკუნის დიზაინითა და თანამედროვე ინდუსტრიული ესთეტიკის ნარევით. სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ლოკაცია, არქიტექტურა, მაღალი დონის სერვისი და სხვა უნიკალური თვისებები "სტამბას" Design Hotels-ის წევრად ხდის. სასტუმრო "სტამბა" გაიხსნება 2017 წლის შემოდგომაზე და ეძებს შესაბამის კანდიდატს დემი შეფ დე პარტიეს პოზიციაზე.

პოზიციის სახელწოდება: დემი შეფ დე პარტიე
განყოფილება: სასმელებისა და კვების დეპარტამენტი
მოახსენებს: სასტუმროს შეფ-მზარეულს / შეფ დე პარტიეს

სამუშაოს მიზანი:

მოამზადოს საკვები პროფესიონალურ სამზარეულოში. მოახდინოს, შეინარჩუნოს და უზრუნველყოს სამზარეულოში მაღალი დონის სერვისით მოქმედება, რათა გაზარდოს და გადააჭარბოს სტუმართა მოლოდინი. მოამზადოს საკვები სასტუმროს სტანდარტებისა და აღმასრულებელი შეფ-მზარეულის დირექტივების მიხედვით.

საჭირო უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** პროფესიული განათლება სასმელებისა და კვების მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);
** გამართულად საუბარი ქართულ ენაზე;
** ფიზიკური გამძლეობა;
** კარგი მეხსიერება;
** კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

ძირითადი მოვალეობები:

** აკონტროლოს საჭირო პროდუქტის ხარისხი და რაოდენობა;
** გააკონტროლოს და უზრუნველყოს საკვების დახარისხება, შენახვა, ტემპერატურისა და ვარგისიანობის აღმნიშვნელი სტიკერების შემოწმება სასტუმროს სტანდარტის მიხედვით;
** დაიცვას დანების, ბურღის და სხვა ინსტრუმენტების მოხმარების პროცედურა;
** რეგულარულად განაახლოს სამუშაო გრაფიკის ცხრილები;
** უზრუნველყოს მომსახურე პერსონალსა და სამზარეულოს თანამშრომელთა შორის ჯანსაღი კომუნიკაციის დამყარება;
** გააკონტროლოს შემოსული შეკვეთების სწორი გადანაწილება მზარეულებს შორის და კომუნიკაცია სამზარეულო დეპარტამენტსა და მომსახურე პერსონალს შორის;
** შეამოწმოს და გააკონტროლოს თითოეული კერძის ხარისხი, რაოდენობა, პრეზენტაბელურობა და სწორი ტემპერატურა სამზარეულოდან გატანამდე;
** პასუხისგებლობით მოეკიდოს კომპანიის შინაგანაწესს.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით 2017 წლის 4 ნოემბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@adjaragroup.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე