მცხობელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მცხობელი
მომწოდებელი: Stamba Hotel
გამოქვეყნდა: 5 ოქტ / ბოლო ვადა: 4 ნოე
აჭარა ჯგუფის ახალი წევრი, სასტუმრო "სტამბა" მაღალი სტანდარტის მომსახურებითა და ნომრებით სასტუმრო ინდუსტრიას ქართული სტუმართმოყვარეობის ახალ გამოცდილებას შემატებს. საბჭოთა ეპოქის სტამბის აღდგენილ შენობაში ხშირი სტუმრები იქნებიან ლოკალურ და საერთაშორისო ასპარეზზე მოღვაწე პოლიტიკის, ბიზნესისა და ხელოვნების სფეროების წარმომადგენლები. სტამბა იმეორებს მისი მოძმე სასტუმროების - Rooms Hotels - ხასიათს 21-ე საუკუნის დიზაინითა და თანამედროვე ინდუსტრიული ესთეტიკის ნარევით. სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ლოკაცია, არქიტექტურა, მაღალი დონის სერვისი და სხვა უნიკალური თვისებები "სტამბას" Design Hotels-ის წევრად ხდის. სასტუმრო "სტამბა" გაიხსნება 2017 წლის შემოდგომაზე და ეძებს შესაბამის კანდიდატს მცხობელის პოზიციაზე.

პოზიციის სახელწოდება: მცხობელი
განყოფილება: სასმელებისა და კვების დეპარტამენტი;
მოახსენებს: მთავარ მცხობელს /შეფ-მზარეულს;

საჭირო უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** პროფესიული განათლება ამავე მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);
** გამართულად საუბარი ქართულ ენაზე;
** ფიზიკური გამძლეობა;
** კარგი მეხსიერება;
** კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

ძირითადი მოვალეობები:

** აკონტროლოს საჭირო პროდუქტის ხარისხი და ეფექტური სასაწყობე რაოდენობა;
** შეასრულოს ყველა შეკვეთა ზედმიწევნით სიზუსტითა და მინიმალური დანაკარგით;
** გამოიყენოს სასწორი და საზომი მოწყობილობები ინგრედიენტების ასაწონად;
** დახმარება გაუწიოს მთავარ მცხობელსა და შეფ-მზარეულს;
** უზრუნველყოს საცხობის მაცივრების, დანადგარების, ღუმელების, ზედაპირების სისუფთავე ნებისმიერ დროს;
** აკონტროლოს საჭირო პროდუქტის ხარისხი და ეფექტური სასაწყობე რაოდენობა;
** გააკონტროლოს და უზრუნველყოს საკვების დახარისხება, შენახვა, ტემპერატურის და ვარგისიანობის აღმნიშვნელი სტიკერების შემოწმება სასტუმროს სტანდარტის მიხედვით;
** გაუზიაროს ცოდნა და გამოცდილება ახალ თანამშრომლებს. აქტიურად ჩაერთოს მათ სწავლებაში;
** დაესწროს ყველა ტრენინგს, რომელიც ტარდება სამზარეულოს თანამშრომლებისთვის;
** პასუხისგებლობით მოეკიდოს კომპანიის შინაგანაწესს;
** იმოქმედოს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების წესების დაცვით.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით 2017 წლის 4 ნოემბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@adjaragroup.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე