კერძო აღმასრულებლის ასისტენტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კერძო აღმასრულებლის ასისტენტი - ბათუმი
მომწოდებელი: კერძო სააღსრულებო ბიურო
გამოქვეყნდა: 5 ოქტ / ბოლო ვადა: 5 ნოე
კერძო სააღსრულებო ბიურო აცხადებს ვაკანსიას კერძო აღმასრულებლის ასისტენტის პოზიციაზე შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.

ანაზღაურება პირველი სამი თვის განმავლობაში განისაზღვრება ყოველთვიურად 200 ლარით.

ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი
კატეგორია: სამართალი
დასაქმების ტიპი: მოქნილი გრაფიკი
გამოცდილების დონე: დამწყები

ძირითადი მოთხოვნები: განათლება: სტუდენტი, ბაკალავრი;

კერძო აღმასრულებელი ახორციელებს აღსრულების ქვემდებარე აქტების (სასამართლო გადაწყვეტილება, სანოტარო აქტი, გირავნობის მოწმობა, ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ) აღსრულებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სსიპ "აღსრულების ეროვნული ბიუროს' მიერ გაცემული ლიცენზიის საფუძველზე.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებგვერზე: http://www.bailiff.ge

უნარები:

** გამართული მეტყველება;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** ემოციური მდგრადობა (გაწონასწორებულობა);
** კონფლიქტების არიდებისა და გადაწყვეტის უნარი;
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** საქმიანობის ორგანიზება და დაგეგმვა
** ანალიტიკური აზროვნება

დამატებითი მოთხოვნები:

** საოფისე პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე
** სამოქალაქო, ადმინისტრაციული სამართლის ცოდნა.

სამუშაოს აღწერა:

** სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის პროექტების მომზადება;
** სხვადასხვა ტექნიკური სამუშაოს შესრულება

დამატებითი ინფორმაცია:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@bailiff.ge

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე