კონსულტანტ-დიზაინერი, დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კონსულტანტ-დიზაინერი, დიზაინერი
მომწოდებელი: გალერეა რუმ დიზაინი
გამოქვეყნდა: 5 ოქტ / ბოლო ვადა: 5 ნოე
კონცეპტუალური მაღაზია-შოურუმი "გალერეა რუმ დიზაინი", რომლის ძირითდი და უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად ზრუნავს მომხმარებელს შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება. შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით, აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტ-დიზაინერის და დიზაინერის თანამდებობაზე.

კომპანიის შესახებ:

"გალერეა რუმ დიზაინი" - ეს არის პერსონალური მომსახურება, საუკეთესო ხარისხის პროდუქცია და მაღალი სტანდარტის შესაბამისი შედეგი.

მაღაზია შოვრუმი - "რუმ დიზაინი" მომხმარებელს სთავაზობს მსოფლიოში აღიარებულ ბრენდების უმაღლესი ხარისხის ინტერიერის მოსაწყობ და მოსაპირკეთებელ პროდუქციას, ასევე სხვა და სხვა ქვეყნის ცნობილი დიზაინერების მიერ შექმნილ უახლეს კოლექციებს, ნებისმიერი სტილის - ბინების თუ ოფისების სიმყუდროვის და კომფორტის შესაქმნელად.

ჩვენ გვჯერა, რომ შეგვიძლია, დავნერგოთ ახალი მიდგომები დიზაინის სფეროში და ავიყვანოთ მომსახურება უმაღლეს საფეხურზე. ჩვენთან ვიზიტისას ირღვევა სტერეოტიპი, რომ ინტერიერის მოწყობის საშუალებები მხოლოდ მასალაა და მათი შეძენა მოსაწყენი პროცესია. ჩვენ ვხდით ამ პროცესს სასიამოვნოს, შემოქმედებითს, კონცეპტუალურს. ვარღვევთ მოსაწყენ საზღვრებს მომხმარებელსა და მომსახურე პერსონალს შორის.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კლიენტის ეფექტური, თავაზიანი მომსახურება;
** ინტერიერის დიზაინ-პროექტების დამუშავება, ტექნიკური გაფორმება და უშუალო მუშაობა კლიენტებთან;
** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
** მყიდველების კვალიფიციური დახმარება პროდუქციის შერჩევასა და გადაწყვეტილების მიღებაში;
** ორიენტირებულობა მაღაზიაში რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/პიროვნული უნარები:

** სასიამოვნო გარეგნობის გოგონა ან ბიჭი
** ასაკი: 23-40 წელი
** ქართულად გამართული მეტყველება
** ინტერიერის დიზაინ-პროექტების დამუშავება, ტექნიკური გაფორმება, მასალების შერჩევა და უშუალო მუშაობა კლიენტებთან
** აუცილებელია ინტერიერის დიზაინის სფეროში შესაბამისი უმაღლესი განათლება და ასევე Microsoft Office (Word, Excel)
** სასურველია სადიზაინერო პროგამების ცოდნა უშუალოდ ინტერიერის დიზაინის სფეროში ან უახლოს მომავალში შესწავლა და კვალიფიკაციის ამაღლება მოთხოვნის შესაბამისად (3Ds Max, AutoCAD, Adobe Photoshop, Corel Draw რომელიმე ერთ ერთის კარგად ცოდნა)
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილების ქონა
** მოლაპარაკებების წარმართვის უნარი, მომხმარებლებთან სანდო, საქმიანი და პროფესიონალური ურთიერთობების ჩამოყალიბება, ეფექტური, თავაზიანი მომსახურება შესაბამისი კორპორატიული შინაგანაწესის გათვალისწინებით
** ობიექტებზე ვიზიტი, დათვალიერება და გაცნობა, შესათავაზებელი პროდუქციის გეგმების აწყობა და შეასბამისი მასალების შეთავაზება მომხარებელთა გემოვნების გათვალისწინებით
** ოფის (და საჭიროების შემთხვევაში სადიზაინერო) პროგრამების შესრულება
** რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა
** სამოტივაციო წერილი

პიროვნული უნარები:

** კრეატული;
** შემოქმედებითი აზროვნება;
** ინიციატივიანი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელური;
** ცვალებად გარემოში სწრაფად და მარტივად ადაპტაცია;
** მოტივირებული და ორგანიზებული;
** პასუხისმგებლობის მქონე დაკისრებული ვალდებულებების მიმართ;
** სასურველია რუსული ან ინგლისური ენების ცოდნა;

დამატებითი ინფორმაცია:

** ანაზღაურება განისაზღვრება ფიქსირებული ხელფასით, ასევე ბონუს სისტემებით
** სამუშაო დრო: ორშაბათი-შაბათი 10:00-19:00 საათი
** შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება ტესტირება და შედგება პირადი გასაუბრება

ჩვენ გთავაზობთ:

** უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარებულ ტრეინინგ კურსებს და მივლინებებს ევროპის სხვა და სხვა წამყვან ქვეყნებში;
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** მზარდ ანაზღაურებას.

დამატებითი პირობები: გამოსაცდელი ვადა - 3 თვე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმეები ელექტრონულ მისამართზე - ფოტოსურათით და სამოტივაციო წერილით : vacancy@roomdesign.ge და სათაურის ველში გთხოვთ აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "კონსულტანტ-დიზაინერი", "Consultant Designer" ან "Designer".

გისურვებთ წარმატებას!

ვებ-გვერდი: http://www.roomdesign.ge
Facebook გვერდი: https://www.facebook.com/roomdesign.ge/
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე