სამედიცინო წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი
მომწოდებელი: ევროპული ფარმაცევტული კომპანია
გამოქვეყნდა: 4 ოქტ / ბოლო ვადა: 4 ნოე
ევროპული ფარმაცევტული კომპანია აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე თბილისში.

სამუშაო აღწერილობა:

** ყოველდღიური ვიზიტები ექიმებთან, კლინიკებში, აფთიაქებში.
** პრეზენტაციების, მრგვალი მაგიდების, კონფერენციების მომზადება, ორგანიზება, ჩატარება.
** ყოველდღიური, ყოველკვირეული სამუშაოს დაგეგმარება-რეპორტინგი
** საპრომოციო აქტივობების, ღონისძიებების მოფიქრება, დამუშავება, დანერგვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება (სასურველია მედიცინის, პედიატრიული ან სამკურნალო ფაკულტეტი)
** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე.
** სამედიცინო წარმომადგენლად, მარკეტინგში ან გაყიდვების სამსახურში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა, პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი
** ორგანიზებულობა სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი, პასუხისმგებლობა
** პუნქტუალობა, დროის მენეჯმენტი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი, კრეატიულობა.

საგამოცდო პერიოდი: 3 თვე.
საწყისი ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე.
საგამოცდო პერიოდის შემდეგ: ზრდადი ანაზღაურება, ყოველთვიური და კვარტლური პრემიალური სისტემა (დამოკიდებული იქნება გაყიდვების შედეგებზე).

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ქართულ და ინგლისურ ენაზე, ფოტოსურათით, შემდეგ ელ-ფოსტაზე: pharmvacancy07@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე