კორპორატიული გაყიდვების აგენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების აგენტი
მომწოდებელი: ალდაგი
გამოქვეყნდა: 4 ოქტ / ბოლო ვადა: 18 ოქტ
სს "სადაზღვევო კომპანია ალდაგი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.

** ანაზღაურება - ბონუსები გაყიდვების მოცულობის შესაბამისად; გეგმების შესრულების შემთხვევაში კორპორატიული გაყიდვების აგენტს ბონუსებთან ერთად ასევე ენიშნება ფიქსირებული ანაზღაურება.
** წარმატებული აგენტებისთვის შემუშავებულია კარიერული განვითარებისა და პოზიციური წინსვლის სქემა

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური კორპორატიული კლიენტების მოძიება
** სადაზღვევო მომსახურების გაცნობის მიზნით სხვადასხვა კომპანიებისთვის პრეზენტაციის მომზადება და ჩატარება
** პოტენციური კლიენტებისთვის კორპორატიული სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება
** გაყიდვების გეგმების შესრულება
** კლიენტისთვის საჭირო დოკუმენტაციის დროულად მომზადების უზრუნველყოფა

ძირითადი მოთხოვნები:

** სტუდენტი/უმაღლესი განათლება სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით
** სასურველია სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით
** ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა
** MS Office პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა

აუცილებელი უნარები:

** მოლაპარაკების წარმოების უნარი
** პრეზენტაციის ჩატარების უნარი
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი
** მიზანმიმართული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული
** ორგანიზებული

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV 2017 წლის 18 ოქტომბრის ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge და გთხოვთ, Subject line-ში მიუთითოთ "კორპორატიული გაყიდვების აგენტი"

სადაზღვევო კომპანია ალდაგში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე