სერვის კონსულტანტი/სტაჟიორი - აჭარა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სერვის კონსულტანტი/სტაჟიორი - აჭარა
მომწოდებელი: ლიბერთი ბანკი
გამოქვეყნდა: 4 ოქტ / ბოლო ვადა: 18 ოქტ
ლიბერთი ბანკი, საქართველოში ყველაზე მზარდი და ამბიციური ფინანსური ინსტიტუტი, სტაჟირებაზე იწვევს წარმატებულ სტუდენტებს და ახალკურსდამთავრებულებს, ასევე კარიერის საწყის ეტაპზე მყოფ უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდებს.

სტაჟირება ლიბერთი ბანკში დასაქმების პირველი ეტაპია და ლოიალური კადრების მოძიებას და დასაქმებას ისახავს მიზნად.

სერვის კონსულტანტის/სტაჟიორის არაანაზღაურებად პოზიციაზე დასაქმებით, ლიბერთი ბანკი გთავაზობთ გაიაროთ 6 კვირიანი სტაჟირების პროგრამა ბანკის აჭარის რეგიონის ფილიალებსა და სერვის ცენტრებში, რომლებიც განთავსებულია შემდეგ რაიონებსა და დასახლებულ პუნქტებში: ბათუმი, ქობულეთი, ფოთი, ჩაქვი, ხელვაჩაური, ქედა, ხულო.

მოქნილი გრაფიკი, სასიამოვნო სამუშაო გარემო და პროფესიონალთა გუნდი საშუალებას გაძლევთ სწრაფად და ეფექტურად გაიაროთ თეორიული თუ პრაქტიკული სწავლების კურსი, განავითაროთ პროფესიული და პიროვნული უნარ-ჩვევები, რაც ლიბერთი ბანკში რეალური დასაქმების წინაპირობაა.

სტაჟირების წარმატებულად დასრულების შემდეგ კანდიდატებს ვთავაზობთ:

** საქართველოს ბაზარზე აქტიურად განვითარებადი და ამბიციური საბანკო გუნდის წევრობას;
** პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის ფართო შესაძლებლობებს;
** სერვისპლიუსის და პროდუქტების ტრენინგს;
** ლიბერთი ბანკში სხვადასხვა პოზიციებზე დასაქმების რეალურ შესაძლებლობას.
** სტაჟირების გავლის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მიღებას;

სერვის კონსულტანტის ძირითადი ფუნქციები:

** მომხმარებელთა სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურება;
** თითოეულ შემოსულ მომხმარებელთან ურთიერთობის დამყარება, მოთხოვნების განსაზღვრა და მათთვის საორიენტაციო სამსახურის გაწევა: გადამისამართება, მარშრუტის განსაზღვრა;
** მომხმარებლისთვის პირველადი კონსულტაციის გაწევა: მომხმარებლის სასურველ სერვისთან დაკავშირებული აუცილებელი პროცედურების განმარტება, მომხმარებლისთვის სერვისის პირობების და ვადების განმარტება;
** მომხმარებელთა დახმარება ავტომატიზირებულ სისტემებთან მუშაობისას: რიგის მართვის სისტემა, სწრაფი გადახდის აპარატები და ბანკომატები;
** ლიბერთი ბანკის ფილიალებს გარეთ განთავსებულ ბანკომატებთან პოზიციონირება და მომხმარებლისთვის ბანკომატით სარგებლობაში დახმარების გაწევა;
** ლიბერთი ბანკის ცალკეული პროდუქტების მომხმარებლებისთვის წარდგენა.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება (სტაჟირების გავლა ასევე შესაძლებელია ბაკალავრის დამამთავრებელი კურსის სტუდენტის ან მაგისტრატურის სტუდენტისათვის);
** ქართული ენის სრულყოფილად ფლობა (სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა);
** კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) ცოდნა (სასურველია).

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა;
** ლოგიკური აზროვნებისა და მსჯელობის უნარი;
** გამართული მეტყველება;
** მომხმარებელთა ეფექტურად და თავაზიანად მომსახურების უნარ-ჩვევები;
** მოტივირებულობა;
** კარიერულ წინსვლაზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობისა და პრობლემების დროულად მოგვარების უნარი;
** გუნდურობა.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სტაჟიორად ყოფნის პერიოდში, ყოველდღიური სამუშაო პროცესი საკმაოდ მობილურია და ლიბერთი ბანკის ფილიალებსა და სერვის ცენტრებში პოზიციონირების გარდა, ითვალისწინებს ქალაქის სხვადასხვა ლოკაციებში განთავსებულ ლიბერთი ბანკის ბანკომატებთან გარკვეული პერიოდულობით და გრაფიკით პოზიციონირებას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: sc@libertybank.ge 2017 წლის 18 ოქტომბრის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია და კონკრეტული, თქვენთვის სასურველი ადგილმდებარეობის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე http://bit.ly/1S5KLSu) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).
კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე http://www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე