სასწავლო კურსი ფარმაციაში
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სასწავლო კურსი ფარმაციაში
მომწოდებელი: საქართველოს უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 4 ოქტ / ბოლო ვადა: 26 ოქტ
საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებათა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლა აცხადებს მიღებას სასერთიფიკატო პროგრამაზე: სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტების ლეგალური ბრუნვა, თეორია და პრაქტიკა.

პროგრამის მიზანია მოამზადოს და საბაზო კომპეტენციები გაუძლიეროს სამედიცინო და ფარმაცევტულ სექტორში მომუშავე ჯანდაცვის მენეჯერებს, ექიმებსა და ფარმაცევტებს. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტების ლეგალური ბრუნვის სამართლებრივი საფუძვლები განიხილოს საერთაშორისო და ეროვნულ ჭრილში; წარმოადგინოს დაწესებულებებში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტსა და ექსპორტთან დაკავშირებული ძირითადი ასპექტები და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების მიმოქცევის სფეროს თავისებურებები.

კურსი განიხილავს ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების კონტროლის საერთაშორისო სისტემასა და ხელმისაწვდომობას, არსებულ გამოწვევებს, ასევე მოწოდებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტების ლეგალური ბრუნვის სამართლებრივი საფუძვლების (საერთაშორისო და ეროვნული) შესახებ ინფორმაციას (სანებართვო საქმიანობის ტიპები, ნებართვის გაცემის პრინციპები, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების შენახვის, აღრიცხვის, დანიშვნის, გამოწერის, გაცემისა და გამოყენების წესები (თეორიული და პრაქტიკული საკითხები), სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების იმპორტსა და ექსპორტთან დაკავშირებული ასპექტები, ინდივიდუალური საჭიროებისათვის ფარმაცევტული პროდუქტის შემოტანის და გატანის წესები, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების მიმოქცევის სფეროს თავისებურებები.

კურსი განკუთვნილია სამედიცინო და ფარმაცევტულ სექტორში მომუშავე ჯანდაცვის მენეჯერების, ექიმებისა და ფარმაცევტებისათვის, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტების (ნარკოტიკული საშუალებები, ფსიქოტროპული ნივთიერებები და პრეკურსორები) აღრიცხვის, დანიშვნის, გამოწერის, გაცემისა და გამოყენების პრაქტიკულ საკითხებთან.

სწავლების მეთოდები: სწავლების პროცესში გამოყენებული იქნება როგორც სალექციო-პრაქტიკული, აგრეთვე ჯგუფური სამუშაოები, ქეისების განხილვა, დისკუსიები. ქეისების განხილვა, კრიტიკული ანალიზი.

კურსი მოიცავს 16 საკონტაქტო საათს. სწავლების დღეები: შაბათი და კვირა, 10.00 სთ-დან 19:00 სთ-მდე
მსმენელებს საშუალება ეძლევათ გამოიყენონ ტრენინგის სასწავლო მასალები და ისარგებლონ საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკით.
კურსი ჩატარდება - 2017 წლის 28-29 ოქტომბერს.
რეგისტრაციის ვადა - 2017 წლის 26 ოქტომბრის ჩათვლით.
კურსის ღირებულება - 280 ლარი.

კურსის სარეგისტრაციო ვებ-გვერდზე https://www.ug.edu.ge/page/full/778

აპლიკანტის მიერ წარმოდგენილ და ატვირთულ უნდა იქნეს შემდეგი საბუთები (დასკანერებული/ფოტო ან ვორდის ფორმატში):

1. CV
2. პირადობის ასლი/დასკანერებული
3. უმაღლესი განათლების სერთიფიკატი
4. სწავლის საფასურის გადახდის საბუთი

კურსის ადამიანური რესურსი:

** ელზა ნიკოლეიშვილი-პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი, ფარმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
** ნანა შაშიაშვილი -ასოც. პროფესორი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის ინსპექტირების სამმართველოს უფროსი
** თინა ტურძილაძე - ფარმაცევტული პოლიტიკის და ფარმაკოეკონომიკის მკვლევარი-ანალიტიკოსი
** ლალი დავითაია - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ნარკოტიკების ლეგალური ბრუნვის სამმართველოს უფროსი

საკონტაქტო პირი:

პროფესორი ელზა ნიკოლეიშვილი e.nikoleishvili@ug.edu.ge
მობ.: 591 00 60 37
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე