უძრავი ქონების შემფასებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: უძრავი ქონების შემფასებელი
მომწოდებელი: ალიანს ჯგუფი ფროფერთი
გამოქვეყნდა: 4 ოქტ / ბოლო ვადა: 20 ოქტ
შპს "ალიანს ჯგუფი ფროფერთი" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების შემფასებლის თანამდებობაზე.

"ალიანს ჯგუფი ფროფერთი" (www.agproperty.ge) არის "ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის" შვილობილი კომპანია. იგი დაარსდა 2011 წელს, მომხმარებლისათვის უძრავი და მოძრავი ქონების შესახებ პროფესიონალური სერვისისა და კონსულტაციის გაწევის მიზნით. "ალიანს ჯგუფი ფროფერთის" მისიაა მოიზიდოს ინვესტიციები და გახდეს მომხმარებლებისთვის სანდო პარტნიორი საკუთრების ბიზნესში.

სამუშაო ადგილი: თბილისი, კოსტავას ქ. 47/57.
ვაკანსიის რაოდენობა: ერთი.
სამუშაო პირობები: სრული სამუშაო განაკვეთი, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
დასაქმების თარიღი: 2017 წელი, იანვარი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** უძრავი ქონების ინსპექტირება, ქონების ადგილმდებარეობისა და მახასიათებლების ანალიზი;
** უძრავი ქონების შეფასება, შეფასების სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით და მისი საბაზრო ფასის დადგენა;
** შეფასების შედეგების ანგარიშების მომზადება და ანალიზი;
** უძრავი ქონების ბაზრის კვლევა და ანალიზი;
** უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენა საერთაშორისო საშემფასებლო სტანდარტების გამოყენებით;
** უძრავი ქონების მიმდინარე/დასრულებული რემონტისთვის ხაჯთაღრიცხვის მომზადება;
** უძრავი ქონების შეფასების შესაბამისი საერთაშორისო პრაქტიკის მოძიება და დამუშავება;
** კომპანიის სტრატეგიის და საჭიროების შესაბამისად, შეფასების კრიტერიუმის ფორმირება და განახლება;
** შეფასების აღრიცხვა და შესაბამის ელექტრონულ რეესტრში ასახვა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება; ბაკალავრის ხარისხი (სასურველია ეკონომიკის, ფინანსების, საინჟინრო სფეროში);
** უძრავი ქონების სერთიფიცირებული შემფასებლის სერთიფიკატი;
** უძრავი ქონების სფეროში, უძრავი ქონების გაყიდვებში ან სამშენებლო საინჟინრო მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Excel, PowerPoint, Outlook) ცოდნა;
** რუსულ და ინგლისურ ენებზე ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი;
** საქმიანი კომუნიკაციის და კორესპონდენციის წარმოების უნარი;
** პრეზენტაციის უნარი.

პიროვნული თვისებები და საქმიანი უნარები:

ორგანიზებული, დაგეგმვისა და სამუშაო დროის ეფექტურად გამოყენების უნარი, ანალიტიკური აზროვნება, კომუნიკაბელური, ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი, სტრესულ და ცვლად გარემოში მუშაობის უნარი, დეტალებზე ორიენტირებული, მოტივირებული.

აპლიკაციის გამოგზავნა:

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: recruitment@agh.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "უძრავი ქონების შემფასებელი", და დაურთოთ უძრავი ქონების შემფასებლის შესაბამისი სერთიფიკატი. წინააღმდეგ შემთხვევაში განცხადება არ განიხილება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 20 ოქტომბერი, 2017 წელი.

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე